Skip to content
04/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი-არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მის ფარგლებს გარეთ IRI-მ, როგორც მიუკერძოებელმა “არბიტრმა” დიდი ხანია ყოველგვარი პატივისცემა და ნდობა დაკარგა

marshal press 24/12/2024
david kartvelishvili

“ველოდებოდი IRI-ს “შეფასებას”, უფრო სწორედ ეუთო/ოდირის ისედაც კრიტიკული დასკვნის ინტერპრეტირებას – მისი “კოშმარიზაციისა” და “დემონიზაციის” კუთხით. ეს ხომ სწორედ ის მკვლევარი კომპანიაა, რომლის არც ერთი წინასაარჩევნო პროგნოზი მინიმალურად ადეკვატურ ცდომილებასთან ახლოსაც კი არ იყო“- წერს “ხალხის ძალის” წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში.

ქართველიშვილის შეფასებით, არაერთ თავმოყვარე სახელმწიფოში, IRI-ს “ობიექტურობასა” თუ “პროფესიონალიზმის”, მათ მიერ გამოყენებული კვლევების მეთოდოლოგიისა თუ სიზუსტის, მიღებული შედეგების ინტერპრეტირების მიმართ უამრავი კითხვები წარმოშვეს.

მისივე თქმით, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მის ფარგლებს გარეთ IRI-მ, როგორც მიუკერძოებელმა “არბიტრმა” დიდი ხანია ყოველგვარი პატივისცემა და ნდობა დაკარგა.

“სიმართლე გითხრათ – ველოდებოდი IRI-ს “შეფასებას”, უფრო სწორედ ეუთო/ოდირის ისედაც კრიტიკული დასკვნის ინტერპრეტირებას – მისი “კოშმარიზაციისა” და “დემონიზაციის” კუთხით. ეს ხომ სწორედ ის მკვლევარი კომპანიაა, რომლის არც ერთი წინასაარჩევნო პროგნოზი მინიმალურად ადეკვატურ ცდომილებასთან ახლოსაც კი არ იყო. ეს ის ორგანიზაციაა, რომელიც ახერხებს ერთ და იგივე რესპოდენტებთან პატრიარქის 90%-იანი პოპულარობა, NATO-ში გაწევრიანების 85%-იანი მოლოდინი და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მოსახლეობის მხოლოდ 18%-იანი ინტერესი გააერთიანოს.

არ იფიქროთ, რომ მას მხოლოდ საქართველოში აქვს “სამიზნე” მორყეული. 2021 წელს ყირგიზეთში ჩატარებული კვლევებით, IRI-მ დააფიქსირა მოქმედი პრეზიდენტის სადირ ჟაპაროვის მიმართ მოსახლეობის ნდობის კლება სულ რაღაც 9 თვეში 51%-დან – 32%-მდე, რამაც ყირგიზეთის ოპოზიციაშიც კი გაკვირვება გამოიწვია. ანალოგიური პოლიტ-კონიუქტურული კვლევებით IRI-მ თავი დაამახსოვრა სომხეთსაც, სადაც 2023 წელს კვლევის შედეგებმა დააფიქსირეს გამოკითხულთა შორის აზერბაიჯანთან სამშვიდობო ხელშეკრულების ხელმოწერის მომხრეთა 56%, მაშინ როდესაც ყველა პარალელური და ობიექტური კვლევებით ამ ხელშეკრულების მოწინააღმდეგეთა რიცხვი 80%-ს წარმოადგენდა.

ამ და სხვა მაგალითებმა არაერთ თავმოყვარე სახელმწიფოში, IRI-ს “ობიექტურობასა” თუ “პროფესიონალიზმის”, მათ მიერ გამოყენებული კვლევების მეთოდოლოგიისა თუ სიზუსტის, მიღებული შედეგების ინტერპრეტირების მიმართ უამრავი კითხვები წარმოშვეს. არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მის ფარგლებს გარეთ IRI-მ, როგორც მიუკერძოებელმა “არბიტრმა” დიდი ხანია ყოველგვარი პატივისცემა და ნდობა დაკარგა.”- წერს ქართველიშვილი.

Continue Reading

Previous: ეკა სეფაშვილი: იმდენად დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა „ოცნებამ“, რომ ეუთო/ოდირიც კი იძულებული გახდა ეს თავის დასკვნაში ეღიარებინა
Next: დავით ჩიხელიძე: IRI ოპოზიციის ხელში პოლიტიკურ ინსტრუმენტად იქცა, IRI-ის სადამკვირვებლო ანგარიშები, ისევე როგორც კვლევები, აცდენილია რეალობას და ხალხის ნებას არ ასახავს!

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025