Skip to content
04/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი: არც ბაიდენს და მის მომხრეებს სურდათ, რომ ბაიდენი პრეზიდენტი აღარ ყოფილიყო, მაგრამ ასე გადაწყვიტა ამერიკელმა ხალხმა და ქართველმა ხალხმაც გადაწყვიტა, რომ არც ზურაბიშვილი და არც მისი აგენტურა აქ აღარ უნდა იყვნენ

marshal press 24/12/2024
machavariani

ისევ ვრჩები პრეზიდენტადო, აცხადებს. ბევრი დაწესებულება გვაქვს არამარტო საქართველოში, არამედ მსოფლიოშიც, სადაც ადამიანებს თავი ნაპოლეონ ბონაპარტი, ზოგს კი მთავარი პროკურორი ჰგონია და არიან პალატებში, – განაცხადა პარლამენტის წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა სალომე ზურაბიშვილზე საუბრისას. დეპუტატის თქმით, ქართველი ხალხის გადაწყვეტილებით, არც ზურაბიშვილი და არც მისი აგენტურა აღარ უნდა იყოს ჩართული პოლიტიკურ პროცესებში. მისივე თქმით, სალომე ზურაბიშვილი ორბელიანების სასახლეს დატოვებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, თავს სასაცილოდ გაიხდის.

„29 დეკემბრიდან სალომე ზურაბიშვილი აღარ იქნება პრეზიდენტი. თვითონაც ხვდება ამას და ეს ემჩნევა, მათ შორის, მის გაღიზიანებას. არც ბაიდენს და მის მომხრეებს სურდათ, რომ ბაიდენი პრეზიდენტი აღარ ყოფილიყო, მაგრამ ასე გადაწყვიტა ამერიკელმა ხალხმა და ქართველმა ხალხმაც გადაწყვიტა, რომ არც ზურაბიშვილი და არც მისი აგენტურა აქ აღარ უნდა იყვნენ. რაც შეეხება იმას, თუ რას ამბობს თავად – ისევ ვრჩები პრეზიდენტადო აცხადებს. ბევრი დაწესებულება გვაქვს არამარტო საქართველოში, არამედ მსოფლიოშიც, სადაც ადამიანებს თავი ნაპოლეონ ბონაპარტი, ზოგს კი მთავარი პროკურორი ჰგონია და არიან პალატებში. მაგალითად, სააკაშვილს თავი ისევ მსოფლიო ლიდერი ჰგონია და ფიქრობს, რომ თავად წარმართავს პროცესებს, ამას ჩვენ ვერ დავუშლით. რა თქმა უნდა, სალომე ზურაბიშვილი დატოვებს ორბელიანების სასახლეს და თუ არ დატოვებს, ჩვენთვის სახალისო წარმოდგენაც იქნება წინასაახალწლო დღეებში. არც ვიცი რას იზამს, სააკაშვილივით აძვრება სახურავზე, სანტა კლაუსის თუ „სნეგურაჩკის“ ფორმით, ეს უკვე მხოლოდ მის არასერიოზულობას გაზრდის და სასაცილოდ გაიხდის თავს. ყველამ კარგად იცის, მათ შორის, მისმა პატრონებმაც უცხოეთში, რომ მას უფლებამოსილება აღარ ექნება. ეს იქიდანაც ჩანს, რომ თავად ხშირად ახსენებს ამ თარიღს, 29 დეკემბერს“, – აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.

Continue Reading

Previous: კოტე ზარნაძე: დარწმუნებული ვარ, გადაივლის ემოციური ფონი და საზოგადოების ჯანსაღი ნაწილი სწორ მხარეს დადგება
Next: გოგა ხაინდრავა სალომე ზურაბიშვილისა და რადიკალების ერთობას სოციალურ ქსელში ეხმიანება

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025