Skip to content
04/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

კოტე ზარნაძე: დარწმუნებული ვარ, გადაივლის ემოციური ფონი და საზოგადოების ჯანსაღი ნაწილი სწორ მხარეს დადგება

marshal press 24/12/2024
kote zarnadze

თბილისის საკრებულოს ფრაქციის „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ თავმჯდომარის მოადგილე წარმომადგენლობითი ორგანოს სხდომაზე დედაქალაქის მერის გამოსვლას გამოეხმაურა.

„გასული 2-3 წლის მანძილზე ყველამ დაინახა, თუ რაოდენ მნიშვნელოვანი იყო ქვეყნის როგორც ეკონომიკური, ასევე ფიზიკური გადარჩენა. ერთი ფაქტი, რომელიც ეკონომიკურად გაგვანადგურებდა და რომელზეც მუდმივად აპელირებდა ოპოზიცია, ეს იყო სანქციების დაწესება. რაც შეეხება უსაფრთხოებას და ფიზიკურ განადგურებას, კარგად გვახსოვს, თუ როგორ ითხოვდნენ ჩვენი ოპონენტები მოხალისეების და მებრძოლების უკრაინაში გასაგზავნად ჩარტერული ფრენების დანიშვნას“, – განაცხადა კოტე ზარნაძემ.

მან ასევე იმ ბულინგზე ისაუბრა, რომელიც ხორციელდება როგორც პოლიტიკური ლიდერების, ასევე მათი ოჯახების მიმართ და აღნიშნა, რომ ის გუნდი, რომლის წევრიც არის, არასდროს დაუშვებს მსგავს ფატალურ შედეგებს, რაც ჩვენს ქვეყანაში სხვადასხვა ხელისუფლების მმართველობის დროს ხდებოდა.

კოტე ზარნაძემ ასევე იმედი გამოთქვა, რომ განვლილ პერიოდს მომავალი თაობა სწორად შეაფასებს.

„ჩვენ ვიცავთ ეთიკას, მათ კი ეს საზღვრები არ გააჩნიათ. დარწმუნებული ვარ, გადაივლის ემოციური ფონი და საზოგადოების ჯანსაღი ნაწილი სწორ მხარეს დადგება, ხოლო ჩვენი ქვეყანა ამ ბეწვის ხიდს მშვიდობიანად, ამაყად და თავაწეული გაივლის“, – აღნიშნა ზარნაძემ და დედაქალაქის მერს და მთავრობის წევრებს გაწეული შრომისთვის მადლობა გადაუხადა.

Continue Reading

Previous: შალვა ოგბაიძე: დედაქალაქის მთავრობის მიზანი, საზოგადოებრივი ტრანსპორტის კიდევ უფრო ხელმისაწვდომობაა
Next: გურამ მაჭარაშვილი: არც ბაიდენს და მის მომხრეებს სურდათ, რომ ბაიდენი პრეზიდენტი აღარ ყოფილიყო, მაგრამ ასე გადაწყვიტა ამერიკელმა ხალხმა და ქართველმა ხალხმაც გადაწყვიტა, რომ არც ზურაბიშვილი და არც მისი აგენტურა აქ აღარ უნდა იყვნენ

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025