Skip to content
08/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

რასაც ველოდით საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ზუსტად იგივე ხდება, მათ შორის იმის ჩათვლით, რომ სალომე ზურაბიშვილი არ შეეგუებოდა თანამდებობის დატოვებას, შემოიკრებდა ამ თემის გარშემო რადიკალურ ოპოზიციას, ეს არის ქვეყნის გარეთ დაწერილი სცენარი

მარშალ პრესი 22/12/2024
irakli kobakhidze

რა სცენარიც ვითარდება ამ 1 თვის და ბოლო დღეების განმავლობაში, ის პირდაპირ იყო ასახული პრაქტიკულად „მაკკეინის ინსტიტუტის“ ანგარიშში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

პრემიერის თქმით, ეს არის ის სცენარი, რომელიც დაწერილია ქვეყნის გარეთ.

„ჩვენი გუნდის წარმომადგენლები სიტყვა სიტყვით საუბრობდნენ იმაზე, თუ რა მოხდებოდა არჩევნების შემდეგ ჩვენს ქვეყანაში და ყველაფერი ახდა ზუსტად ისე, როგორც ამაზე გუნდის წევრები საუბრობდნენ.

თქვენ შეგიძლიათ ამოიღოთ კონკრეტული განცხადებები, რასაც აკეთებდნენ ჩვენი გუნდის წევრები, ჩვენი გუნდის ლიდერები, რასაც ველოდით საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ზუსტად იგივე ხდება, მათ შორის იმის ჩათვლით, რომ სალომე ზურაბიშვილი არ შეეგუებოდა თანამდებობის დატოვებას და ა.შ. ის შემოიკრებდა ამ თემის გარშემო რადიკალურ ოპოზიციას.

ეს არის ის სცენარი, რომელიც დაწერილია ქვეყნის გარეთ. ეს ადამიანები არიან უბრალოდ უცხოელი აგენტები, რაც დაუწერეს „მაკკეინის ინსტიტუტის“ პატრონებმა ამ ადამიანებს, უცხოელ აგენტებს საქართველოში, ზუსტად იმ სცენარს მიყვებიან. აქედანაც ჩანს კიდევ ერთხელ ის, რომ რადიკალურ ოპოზიციას აქვს ნულოვანი დამოუკიდებლობა. ისინი არიან ჩვეულებრივად უცხოელი აგენტები და აკეთებენ არა იმას, რაც შედის ჩვენი ქვეყნის ინტერესებში, არამედ იმას, რასაც ავალებენ უცხოელი პატრონები“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

Post navigation

Previous: მგონია, სალომე ზურაბიშვილს მაინც ეყოფა გონიერება, რომ არც თავად დაარღვიოს სისხლის სამართლის კოდექსი და არც ვინმე სხვას არ დაარღვევინოს ისეთი ნორმები, რომლებიც გაითვალისწინებს მათ მრავალწლიან პატიმრობას
Next: მეორდება, ჩვენი გზა არის ევროპული ოჯახისკენ, სადაც, ქრისტიანული ცივილიზაციის და კულტურის ნაწილი უნდა გავხდეთ,ოღონდ ჩვენი რწმენის, ფასეულობების და ღირსების შენარჩუნებით

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.