Skip to content
08/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

მგონია, სალომე ზურაბიშვილს მაინც ეყოფა გონიერება, რომ არც თავად დაარღვიოს სისხლის სამართლის კოდექსი და არც ვინმე სხვას არ დაარღვევინოს ისეთი ნორმები, რომლებიც გაითვალისწინებს მათ მრავალწლიან პატიმრობას

მარშალ პრესი 22/12/2024
irakli kobakhidze5

მგონია,  სალომე ზურაბიშვილს მაინც ეყოფა გონიერება იმისათვის, რომ არც თავად დაარღვიოს სისხლის სამართლის კოდექსი და არც ვინმე სხვას არ დაარღვევინოს ისეთი ნორმები, რომლებიც გაითვალისწინებს მათ მრავალწლიან პატიმრობას, –  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა უპასუხა შეკითხვას, შესაძლებელია თუ არა განვითარდეს იგივე პროცესები, რაც განვითარდა თავის დროზე მელიას დაკავების შემთხვევაში.

„აქ დიდი რესურსი მათ არ აქვთ. სპეციფიკა განსხვავებულია, ის იყო პარტიული ოფისი და განსხვავებული ვითარება, აქ საუბარია პრეზიდენტის რეზიდენციაზე. აქაც, მე კიდევ ერთხელ გავიმეორებ ერთ რამეს, დარწმუნებული ვარ, რომ მას ეყოფა გონიერება იმისათვის, რომ არ დაარღვიოს სისხლის სამართლის კოდექსის ნორმები. თეორიულად რომ წარმოვიდგინოთ იგივე სცენარი, რაც განვითარდა თავის დროზე მელიას დაკავების შემთხვევაში, რომ წარმოვიდგინოთ, რომ ის გამაგრდა პრეზიდენტის რეზიდენციაში, ამ შემთხვევაში, ესეც არის სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაული.

კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ 72 წლის ქალის ციხეში გაშვება შეიძლება არ მოუნდეს არავის, მაგრამ ასეთი ქმედებით ის გაწირავს ყველა იმ ადამიანს, ვინც მასთან ერთად იქნება, ასეთი სცენარის შემთხვევაში,  პრეზიდენტის რეზიდენციაში. მე კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ სხვა სცენარს ვვარაუდობ, მგონია, მას მაინც ეყოფა გონიერება იმისათვის, რომ არც თავად დაარღვიოს სისხლის სამართლის კოდექსი და არც ვინმე სხვას არ დაარღვევინოს ისეთი ნორმები, რომლებიც გაითვალისწინებს მათ მრავალწლიან პატიმრობას“, –  განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Post navigation

Previous: დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ მისი მიზანია აშშ-ის სტრუქტურების გათავისუფლება „დიფ სთეითისგან“, თუ ამას გააკეთებს, დადებითად აისახება საქართველოს ინტერესებზე და გაჯანსაღდება ურთიერთობები აშშ-სა და საქართველოს შორის
Next: რასაც ველოდით საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ზუსტად იგივე ხდება, მათ შორის იმის ჩათვლით, რომ სალომე ზურაბიშვილი არ შეეგუებოდა თანამდებობის დატოვებას, შემოიკრებდა ამ თემის გარშემო რადიკალურ ოპოზიციას, ეს არის ქვეყნის გარეთ დაწერილი სცენარი

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.