Skip to content
04/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები, დღეს, მოგონილი “რუსეთუმეობით” და “მოსასხამად ქცეული ევროპელობით” ქვეყანას არყევენ

მარშალ პრესი 22/12/2024
dimitri khundadze

„როცა ჩქარობ, ე.ი. დრო ცოტა გაქვს. ეჩქარება ოპოზიციას და მათ პატრონებს, ე.ი. სწორედ მათ ეწურებათ დრო. ამიტომ ჩვენც ცოტა მოთმინებაღა გვინდა და ყველაფერი უკეთ იქნება“, – ამის შესახებ დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები, დღეს, მოგონილი “რუსეთუმეობით” და “მოსასხამად ქცეული ევროპელობით” ქვეყანას არყევენ.

„სამწუხაროა, მაგრამ ეს “ხალხი”, ქვეყნის შიგნიდან და გარედან, აქაურებიც და იქაურებიც, გეოპოლიტიკურ ბრძოლაში არიან ჩართულნი და ცდილობენ დაამარცხონ საქართველო და აქ მცხოვრები ყველა მხარე. შუა დერეფნის გაკონტროლებისთვის მიდის ბრძოლა და ქართველების და ჩვენი ევროპელობის დარდი არავის აქვს. როგორც უკრაინაში უკრაინელებს აბრძოლებენ “დიდი ინტერესებისთვის”, ასევე, სურთ საქართველო და ქართველები გამოიყენონ სარგებლის მისაღებად.

დღეს, მოგონილი “რუსეთუმეობით” და “მოსასხამად ქცეული ევროპელობით” ქვეყანას არყევენ, ფსევდოევროპელები ბოლშევიკებს უფრო დაემსგავსნენ, ვიდრე ჭეშმარიტი ევროპული გზის დამცველებს.

საწინააღმდეგო აზრის მიუღებლობა, მის სრულ, ფიზიკურ განადგურებამდე, ბოლშევიკურია და არაფერი აქვს საერთო ევროპულთან. არც უმცირესობის დომინანტად ქცევაა დასავლური სტანდარტი. ეს დიდხანს ვერ გასტანს და ამიტომ ჩქარობენ. ჩქარობენ იმიტომ, რომ დრო ეწურებათ. საქართველო უპირველეს ყოვლისა!“, – წერს დიმიტრი ხუნდაძე.

Continue Reading

Previous: ევროკავშირი მხოლოდ ფასადად სჭირდებათ რომ კვლავ გამეფდნენ საქართველოში, როგორც მიშას “დემოკრატიის შუქურად” შეფუთულ აზიატურ სახანოში იყვნენ
Next: ილონ მასკმა ერთხელ აზრი გამოთქვა და უცხოური ჩარევააო, ხმაური ატეხეს – ევროპული ქვეყნების მინისტრების, ევროპარლამენტარების, ოპოზიციის მიტინგებზე გამოსვლა შიდადემოკრატიული პროცესის ნიმუშია საქართველოში?

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025