Skip to content
30/05/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ილონ მასკმა ერთხელ აზრი გამოთქვა და უცხოური ჩარევააო, ხმაური ატეხეს – ევროპული ქვეყნების მინისტრების, ევროპარლამენტარების, ოპოზიციის მიტინგებზე გამოსვლა შიდადემოკრატიული პროცესის ნიმუშია საქართველოში?

მარშალ პრესი 22/12/2024
tengiz sharmanashvili

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, თენგიზ შარმანაშვილი, ყოფილი ევროკომისრის ტიერი ბრეტონის განცხადებას ეხმიანება, რომელმაც ილონ მასკი გააკრიტიკა არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ღია მხარდაჭერის გამო და მის განცხადებას უცხოური ჩარევა უწოდა.

შარმანაშვილის განცხადებით, თუ მასკის მიერ აზრის დაფიქსირება უცხოური ჩარევაა, საქართველოში ევროპელი პოლიტიკოსების ოპოზიციის აქციებზე გამოსვლა და ამერიკელი ოფიციალური პირების ქვეყნის საქმეებში ჩარევა, შიდადემოკრატიული პროცესი ვერ იქნება. “მასკმა ერთხელ აზრი გამოთქვა და უცხოური ჩარევააო, ხმაური ატეხეს. კაცო, ევროპული ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების, ევროპარლამენტარების, ოპოზიციის მიტინგებზე გამოსვლა შიდადემოკრატიული პროცესის ნიმუშია საქართველოში? აღარაფერს ვამბობ ამერიკის ოფიციალური პირებისა და კონგრესმენების პირდაპირ ჩარევებზე.” – წერს შარმანაშვილი სოციალურ ქსელში.

Post navigation

Previous: რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები, დღეს, მოგონილი “რუსეთუმეობით” და “მოსასხამად ქცეული ევროპელობით” ქვეყანას არყევენ
Next: ეუთო/ოდირის ანგარიში, ადასტურებს, რომ არჩევნები წარმატებით შედგა, ყველა ბრალდება იქნა გაბათილებული, რასაც ამ არჩევნებთან დაკავშირებით რადიკალური ოპოზიცია აყენებდა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.