Skip to content
15/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ორ რამეზე დგას ლიბერალური ფაშიზმი – ეს არის სიცრუე და სიძულვილი – პრემიერი

მარშალ პრესი 20/12/2024
irakli kobakhidze

ძირითადად ორ რამეზე დგას ლიბერალური ფაშიზმი – ეს არის სიცრუე და სიძულვილი. ვნახეთ, რომ ესტონეთშიც  მსგავსი ხელწერით მოქმედებენ  შესაბამისი ძალები, რაც ძალიან სამწუხაროა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

პრემიერის თქმით, საქართველო რჩება ესტონეთთან ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში.

„ლიბერალური ფაშიზმი ყველგან მოქმედებს ერთი ხელწერით, საქართველოში, ესტონეთში, სლოვაკეთში თუ გერმანიაში, ყველგან, ხელწერა არის იდენტური. აქაც, ადამიანმა განსხვავებული აზრი დააფიქსირა და ვნახეთ სრული შეუწყნარებლობა განსხვავებული აზრის მიმართ, რაც არის ლიბერალური ფაშიზმის ერთ-ერთი მთავარი გამოხატულება. ძირითადად ორ რამეზე დგას ლიბერალური ფაშიზმი – ეს არის სიცრუე და სიძულვილი. ვნახეთ, რომ ესტონეთშიც მსგავსი ხელწერით მოქმედებენ შესაბამისი ძალები, რაც ძალიან სამწუხაროა. ჩვენ  ვრჩებით ესტონეთთან ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში, ეს არის ის მდგომარეობა, რომელიც კიდევ ერთხელ შემიძლია დავადასტურო“, – განაცხადა პრემიერმა.

Post navigation

Previous: შეძლებს თუ არა დონალდ ტრამპი „დიფ სტეიტის“ და არაფორმალური გავლენების დამარცხებას, ჩვენს მაგალითზე, ყველაზე კარგად გამოჩნდება – იმედი გვაქვს, რომ „დიფ სტეიტის“ დამარცხებით, მშვიდობა დაისადგურებს მსოფლიოში
Next: საქართველოს ეროვნული გვარდია 34 წლის იუბილეს აღნიშნავს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.