Skip to content
15/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

შეძლებს თუ არა დონალდ ტრამპი „დიფ სტეიტის“ და არაფორმალური გავლენების დამარცხებას, ჩვენს მაგალითზე, ყველაზე კარგად გამოჩნდება – იმედი გვაქვს, რომ „დიფ სტეიტის“ დამარცხებით, მშვიდობა დაისადგურებს მსოფლიოში

მარშალ პრესი 20/12/2024
irakli kobakhidze

რისკები, ბუნებრივია რჩება, შეძლებს თუ არა დონალდ ტრამპი „დიფ სტეიტის“ და არაფორმალური გავლენების დამარცხებას, ეს გამოჩნდება უკვე 20 იანვრის შემდეგ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ყველაზე ნათლად საქართველოს მაგალითზე გამოჩნდება, აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია რამდენად შეძლებს „დიფ სტეიტის“ და არაფორმალური გავლენების დამარცხებას, რაც, თავის მხრივ, მსოფლიოში მშვიდობის დასადგურებას შეუწყობს ხელს. „დაველოდოთ მოვლენების განვითარებას, ჩვენ გვაქვს იმედი, რომ შეძლებს დამარცხებას, თუმცა, ვიმეორებ, ეს არ იქნება მარტივი.

ჩვენს მაგალითზე, ყველაზე კარგად გამოჩნდება ის, თუ რამდენად დამარცხდება „დიფ სტეიტი“ და არაფორმალური გავლენები აშშ-ში. „გლობალური ომის პარტია“ უნდა დამარცხდეს – ეს არის მნიშვნელოვანი არა მარტო აშშ-სთვითს, არა მარტო საქართველოსთვის, არამედ, მთელი მსოფლიოსთვის. თქვენ ნახეთ, რა უქნეს მსოფლიოს წინა 4 წლის განმავლობაში და რა მოუტანა „დიფ სტეიტმა“ მსოფლიოს წინა ოთხი წლის განმავლობაში – მთელი მსოფლიო არის არეული: რა ხდება უკრაინაში, ახლო აღმოსავლეთში, მათ შორის, სირიაში. მთელი მსოფლიო არიეს. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ დამარცხდება “დიფ სტეიტი” და “დიფ სტეიტთან” ერთად დამარცხდება ომი მსოფლიოში. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ „დიფ სტეიტის“ დამარცხებით, მშვიდობა დაისადგურებს შემდეგი 4 წლის განმავლობაში მსოფლიოში.“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Post navigation

Previous: ხელვაჩაურის მერმა 2025 წლის ბიუჯეტი წარადგინა
Next: ორ რამეზე დგას ლიბერალური ფაშიზმი – ეს არის სიცრუე და სიძულვილი – პრემიერი

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.