Skip to content
15/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ყველა ძალა, როგორც უმრავლესობა, ასევე ოპოზიცია ვალდებულია ჩაერთოს დიალოგში – ალენ ბერსე

მარშალ პრესი 20/12/2024
alan

პოლარიზაცია ძირს უთხრის დემოკრატიულ პროცესებს საქართველოში, – განაცხადა ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა ალენ ბერსემ თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე და აღნიშნა, რომ ყველა ძალა, როგორც უმრავლესობა, ასევე ოპოზიცია ვალდებულია ჩაერთოს დიალოგში, დაიცვას და პატივი სცეს დემოკრატიულ პრინციპებს.

მისი თქმით, დემოკრატია ვერ იარსებებს ასეთი არასათანადო მოპყრობის და მუდმივი კონფრონტაციის პირობებში.

„ყველა ძალა, როგორც უმრავლესობა, ასევე ოპოზიცია ვალდებულია ჩაერთოს დიალოგში, დაიცვას და პატივი სცეს დემოკრატიულ პრინციპებს. დემოკრატია ვერ იარსებებს ასეთი არასათანადო მოპყრობის და მუდმივი კონფრონტაციის პირობებში და ევროპის საბჭო მზად ვართ, რომ ხელი შევუწყოთ ასეთ დიალოგს. რა თქმა უნდა, ჩვენ ეს შეგვიძლია გავაკეთოთ რწმენისა და ნდობის გაღვივების მექანიზმების გამოყენებით. თუმცა, რა თქმა უნდა, საქართველოს მოსახლეობის, ხალხის და აქ არსებული უწყებების ხელშია, რომ სრულად ფუნქციური დემოკრატია ააღორძინოს და გააძლიეროს, რომელშიც უნდა ჩაერთოს ყველა, მათ შორის უმცირესობები, სამოქალაქო საზოგადოება და ასე შემდეგ“, – განაცხადა ბერსემ.

ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი საქართველოში ვიზიტს განაგრძობს. ვიზიტი 21 დეკემბრამდე გასტანს.

Post navigation

Previous: ტყუილად ჰგონიათ ნეოკოლონიალისტებს, რომ საქართველოს სუვერენიტეტი და თავისუფლება შეირყევა შანტაჟით, უსაქციელო მუქარით და უსამშობლო სექტანტების დესტრუქციით
Next: ვახტანგ გომელაურს, მის მოადგილეებს და პოლიციის სხვა მაღალჩინოსნებს ღირსების ორდენზე წარადგენენ

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.