Skip to content
13/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • უცხოეთი

ექსპერტი ბრემ ბოქსჰორნი: თუ იქნება პოზიტიური პასუხი, ეს ნიშნავს, რომ საქართველო და უკრაინა გააძლიერებენ ევროკავშირს

მარშალ პრესი 07/06/2022
ბრემ ბოქსჰორნი

ძალიან მნიშვნელოვანი თვეა. თუ პასუხი ნეგატიური იქნება, მაშინ უნდა ვთქვათ რა არის შემდეგი საქართველოსთვის და უკრაინისთვის. თუ იქნება პოზიტიური პასუხი, მაშინ ეს ნიშნავს, რომ საქართველო და უკრაინა გააძლიერებენ ევროკავშირს, – ამის შესახებ ექსპერტმა ბრემ ბოქსჰორნმა ნიდერლანდებში, საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„ევროკავშირის წევრ ქვეყნებში ამ საკითხის შესახებ საზოგადოებრივი აზრი ძალიან დიდ როლს თამაშობს და ასეა ნიდერლანდებში. იმედი მაქვს, რომ გეოპოლიტიკური სიტუაცია შეცვლის დამოკიდებულებას, რაც საქართველოს და უკრაინის წევრობას მომავალში რეალობად აქცევს. ევროკავშირის კანდიდატობა წევრობა არ არის, მაგრამ თუ წინგადადგმული ნაბიჯი ამ პროცესში აღიქმება როგორც წევრობისკენ ნაბიჯი. ამას ყველა აღიარებს და ამიტომაა მნიშვნელოვანი ლიდერების პოლიტიკური გადაწყვეტილება“, – განაცხადა ექსპერტმა.

Post navigation

Previous: დავით მათიკაშვილი: ჩვენი მხრიდან ევროკავშირთან დაახლოების ნაბიჯები სრულად არის გადადგმული, ჯერი ევროკავშირზეა
Next: პროკურატურამ დავით ბერძენიშვილის მიმართ განხორციელებული დევნის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.