კონკრეტულად არასდროს არ მითქვამს ჩასვლის არც თარიღი, არც თვე და არც ადგილი – მიხეილ სააკაშვილი

364
წაკითხვა/ნახვა
რეკლამა -------------------- IMG.GE

მე კონკრეტულად არასდროს არ მითქვამს ჩასვლის არც თარიღი, არც თვე და არც ადგილი, გარდა ბოლო განცხადებისა, რომელშიც ვთქვი, რომ ამ რეფერენდუმისთვის , რა თქმა უნდა ვაპირებ ჩასვლას საქართველოში”– ამბობს მიხეილ სააკაშვილი “ამერიკის ხმისთვის” მიცემულ ინტერვიუში. ჟურნალისტი ეკითხება, კონკრეტულად როდის ჩამოდის საქართველოში, ე.წ რეფერენდუმამდე თუ რეფერენდუმის შემდეგ? რაზეც სააკაშვილი კონკრეტულ პასუხს არ იძლევა და ამბობს, რომ “ამას ქართველი ხალხი ნახავს”.

“ეს იქნება ძალიან მძლავრი სიურპრიზი ივანიშვილისთვის, ნამდვილად არ ვაპირებ ყველა დეტალის გახსნას, მაგრამ ძალიან კონკრეტულად ვამბობ, რომ მე არ დავაღალატებ ქართველ ხალხს”– ამბობს სააკაშვილი.

ჟურნალისტი კიდევ ერთხელ ჩაეკითხა მას და შეახსენა გასულ წლებში, ჩამოსვლასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებები, რაზეც მან უპასუხა, რომ ის ყოველთვის ასრულებს დაპირებას.

კომენტარები
რეკლამა
მოწონება