Skip to content
09/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

“მაიდნის” მხარდაჭერა უცხოური დაფინანსებით შემაშფოთებელია, მაგრამ მთავარია, რომ ქართველმა ხალხმა არ დაუშვა ამ ქვეყანაში არც “მაიდანი” და არც რევოლუცია

მარშალ პრესი 17/12/2024
irakli kobakhidze

 როდესაც პირდაპირი ფორმით ხდება მაიდნის მხარდაჭერა უცხოური დაფინანსებით, ეს რა თქმა უნდა, შემაშფოთებელია. – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

პრემიერის თქმით, სწორედ ასეთი ფაქტების გამო უნდოდა ხელისუფლებას თავის დროზე გამჭვირვალობის შესახებ კანონის მიღება.

„როდესაც პირდაპირი ფორმით ხდება მაიდნის მხარდაჭერა უცხოური დაფინანსებით, ეს რა თქმა უნდა, შემაშფოთებელია. სწორედ ასეთი ფაქტების გამო გვინდოდა ჩვენ თავის დროზე გამჭვირვალობის შესახებ კანონის მიღება, რომელიც საბოლოო ჯამში, მივიღეთ. მთავარი მიზეზი, რატომაც უპირისპირდებოდნენ გამჭვირვალობის კანონს, იყო სწორედ ეს –  ვიღაცებს უნდოდათ, რომ დაფარული ფულით დაეფინანსებინათ რევოლუციები ამ ქვეყანაში და აერიათ ქვეყანა, რაც შემაშფოთებელია, მაგრამ მთავარია ის, რომ ქართველმა ხალხმა კიდევ ერთხელ არ დაუშვა ამ ქვეყანაში არც მაიდანი და არც რევოლუცია“, – განაცხადა პრემიერმა.

Post navigation

Previous: საქართველოს იზოლაციაზე ლაპარაკი სრული აბსურდია
Next: საქართველოში არის რადიკალური ოპოზიცია, რომელსაც აქვს ერთადერთი მიზანი, რამენაირად დააზიანოს ამ ქვეყნის ინტერესები, ისინი თავს ესხმიან ყველა ქვეყანას, პოლიტიკოსს, რომელიც იცავს ქართველი ხალხის ინტერესებს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.