Skip to content
09/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

საქართველოში არის რადიკალური ოპოზიცია, რომელსაც აქვს ერთადერთი მიზანი, რამენაირად დააზიანოს ამ ქვეყნის ინტერესები, ისინი თავს ესხმიან ყველა ქვეყანას, პოლიტიკოსს, რომელიც იცავს ქართველი ხალხის ინტერესებს

მარშალ პრესი 17/12/2024
irakli kobakhidze

პირდაპირ ვხედავთ ერთ რამეს, საქართველოში არის რადიკალური ოპოზიცია, რომელსაც აქვს ერთადერთი მიზანი, რამენაირად დააზიანოს ამ ქვეყნის ინტერესები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რატომ ესხმიან ოპონენტები თავს იმ ქვეყნებს, რომელთაც დაბლოკეს გადაწყვეტილება ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით, პრემიერი აღნიშნავს, რომ ოპონენტებს აღიზიანებთ ყველაფერი, რაც შეესაბამება ქართველი ხალხის ინტერესებს.

„შესაბამისად, ისინი თავს ესხმიან ყველა ქვეყანას, ყველა პოლიტიკოსს, რომელიც იცავს სწორედ ქართველი ხალხის ინტერესებს. პირდაპირ არის მათი ინტერესები წინააღმდეგობაში ქართველი ხალხის ინტერესებთან. აქედან გამომდინარე, ეს თავდასხმები, რასაც ჩვენ ვხედავთ კონკრეტული ევროპული ქვეყნების მიმართ, ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიმართ, ევროპელი პოლიტიკოსების მიმართ, არის აბსოლუტურად ლოგიკური. მათ აღიზიანებთ ყველაფერი, რაც შეესაბამება ქართველი ხალხის ინტერესებს“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

Post navigation

Previous: “მაიდნის” მხარდაჭერა უცხოური დაფინანსებით შემაშფოთებელია, მაგრამ მთავარია, რომ ქართველმა ხალხმა არ დაუშვა ამ ქვეყანაში არც “მაიდანი” და არც რევოლუცია
Next: ზოგიერთ შემთხვევაში ერთსა და იმავე ადამიანს ატარებენ სხვადასხვა პროფესიული ნიშნით გამართულ აქციებზე, რაც ადასტურებს, რომ ეს ე.წ პერფორმანსები სინამდვილეში რადიკალური ოპოზიციის აქციებია

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.