Skip to content
04/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

საქართველოს ყველა მხრიდან უტევენ – გიორგი ზერეკიძე

მარშალ პრესი 16/12/2024
giorgi zerekidze

„თურმე დღეს უნდა დავუხაროთ ვიღაცას თავი, იქნება ეს ლიეტუვა, ესტონეთი, საფრანგეთი თუ ნებისმიერი სხვა ქვეყნის მმართველი, ამ დროს არ იციან და ვერ ხვდებიან რომ დღევანდელი ხელისუფლება არ დაუხრის თავს მათ ისე, როგორც ამას შვრებოდა სააკაშვილის მონა ხელისუფლება, არ ივლის მის ჭკუაზე და არ გახვევს ქვეყანას ცეცხლის ალში. ირაკლი კობახიძე არავის რომ არ დაუხრის თავს და ვერავინ შეაშინებს სანქციებით არაერთხელ დადასტურდა“,- წერს ყოფილი პოლიტპატიმარი გიორგი ზერეკიძე სოციალურ ქსელში.

როგორც ზერეკიძე აღნიშნავს, „დღეს საქართველოს მშვიდობის გარანტი ბიძინა ივანიშვილი და მისი გუნდია! ყველა ერთად გავივლით ამ რთულ პერიოდს ქართულ ოცნებასთან ერთად და გავიყვანთ ჩვენს ქვეყანას სამშვიდობოს!“ „უტევენ საქართველოს ყველა მხრიდან, ცდილობენ დაჩაგრონ და თავის ჭკუაზე ატრიალონ ქვეყანა, რომელიც საუკუნეების მანძილზე თვითრწმენით, ღირებულებებით, პრინციპებით გადარჩა და თურმე დღეს უნდა დავუხაროთ ვიღაცას თავი, იქნება ეს ლიეტუვა, ესტონეთი, საფრანგეთი თუ ნებისმიერი სხვა ქვეყნის მმართველი, ფიქრობენ რომ როცა მოუნდებათ მაშინ შეუძლიათ ბრძანებები მისცენ ჩვენს ხელისუფლებას.

ამ დროს არ იციან და ვერ ხვდებიან რომ დღევანდელი ხელისუფლება არ დაუხრის თავს მათ ისე, როგორც ამას შვრებოდა სააკაშვილის მონა ხელისუფლება, არ ივლის მის ჭკუაზე და არ გახვევს ქვეყანას ცეცხლის ალში. ირაკლი კობახიძე არავის რომ არ დაუხრის თავს და ვერავინ შეაშინებს სანქციებით არაერთხელ დადასტურდა უკვე. დღეს საქართველოს მშვიდობის გარანტი ბიძინა ივანიშვილი და მისი გუნდია! დარწმუნებული ვარ კიდევ იქნება შემოტევები და ასევე დარწმუნებული ვარ რომ ყველა ერთად გავივლით ამ რთულ პერიოდს ქართულ ოცნებასთან ერთად და გავიყვანთ ჩვენს ქვეყანას სამშვიდობოს!“-წერს გიორგი ზერეკიძე.

Continue Reading

Previous: 2007 წლის შემდეგ არ ვყოფილვარ ევროპაში. თავიდანვე გადაწყვეტილი მქონდა ჩემი შვილები საქართველოში გაზრდილიყვნენ, აქ ესწავლათ! ატყობთ ახლა როგორ მეცხელება მე ამათი სანქციები?
Next: საქართველოს დამოუკიდებლობის განმავლობაში ბევრი ავი რამ გვინახავს, თუმცა პირველად ვართ მომსწრე, რომ მოქმედი პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი მოსახლეობას სისხლისღვრით ემუქრება

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025