Skip to content
04/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

2007 წლის შემდეგ არ ვყოფილვარ ევროპაში. თავიდანვე გადაწყვეტილი მქონდა ჩემი შვილები საქართველოში გაზრდილიყვნენ, აქ ესწავლათ! ატყობთ ახლა როგორ მეცხელება მე ამათი სანქციები?

მარშალ პრესი 16/12/2024
dito samkharadze

“ქართული ოცნების” რეგიონული მდივანი ლიეტუვის მიერ მისთვის სანქციების დაწესებას ეხმიანება. როგორც სამხარაძე აღნიშნავს, ევროპაში მაშინ ცხოვრობდა, როცა აქციის მონაწილეთა 40% დაბადებულიც არ იყო, მაგრამ 2007 წლის შემდეგ არ ყოფილა იქ, რადგან გადაწყვიტა მისი შვილები საქართველოში გაზრდილიყვნენ და ეს სანქციები მას არ აღელვებს.

“2007 წლის შემდეგ არ ვყოფილვარ ევროპაში, დედა იტალიის და მამა ფინეთის მოქალაქეა! ოჯახს ფინეთში 1996 წელს შეძენილი სახლი და აგარაკი გვაქვს და მაინც არ ჩავდივარ! თავიდანვე გადაწყვეტილი მქონდა ჩემი შვილები საქართველოში გაზრდილიყვნენ, აქ ესწავლათ!

ორი ვაჟიშვილი სტუდენტი მყავს! ევროპაში მაშინ ვცხოვრობდი, როცა აქციის მონაწილეთა 40% დაბადებულიც არ იყო, ისინი, რომლებმაც არ იციან რას აპროტესტებენ – ლეგალურად ჩავედი და თავიდანვე საბუთი მივიღე, რადგან მამა ფინეთში ცნობილი მუსიკოსი იყო! მოქალაქეობაც შეგნებულად არ ავიღე, შემეძლო ორმაგი, მაგრამ არა, ატყობთ ახლა როგორ მეცხელება მე ამათი სანქციები?

P.S.ლიეტუვის საელჩო საქართველოში –  პასპორტით დიმიტრი სამხარაძე ვარ და არა დიტო! ჩაასწორეთ, რამე გაუგებრობა რომ არ იყოს”, – წერს დიმიტრი სამხარაძე.

Continue Reading

Previous: ენის ცოდნა, რა თქმა უნდა, საჭიროა, საჯარო სამსახურის შესახებ კანონში აღნიშნულია, რომ საქმისწარმოება ქართულ ენაზეა და აფხაზეთში აფხაზურადაც – ქარიშხალია ჭიქაში, ბოროტი განზრახვით დატრიალებული
Next: საქართველოს ყველა მხრიდან უტევენ – გიორგი ზერეკიძე

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025