Skip to content
05/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

საჯარო მოხელეებისთვის ქართული ენის მოთხოვნის ვალდებულება არ გაუქმებულა. ამ მარტივი სიცრუის გავრცელება ისევ და ისევ საზოგადოების მოტყუებას და პროტესტის გაჩენას ისახავს მიზნად

მარშალ პრესი 16/12/2024
archil gorduladze

საჯარო მოხელეებისთვის ქართული ენის მოთხოვნის ვალდებულება არ გაუქმებულა, – წერს სოციალურ ქსელში საპარლამენტო უმრავლესობის წევრი არჩილ გორდულაძე.

მისი თქმით, საჯარო სამსახურის შესახებ კანონის მიხედვით სახელმწიფო სამსახური და საჯარო სამსახური ხორციელდება საქართველოს სახელმწიფო ენაზე – ქართულად და ამასთან დაკავშირებით სიცრუის გავრცელება ისევ და ისევ საზოგადოების მოტყუებას და პროტესტის გაჩენას ისახავს მიზნად.

“საჯარო მოხელეებისთვის ქართული ენის მოთხოვნის ვალდებულება არ გაუქმებულა.

სიცრუის გამავრცელებლები რატომ მალავენ, რომ საჯარო სამსახურის შესახებ კანონის მიხედვით სახელმწიფო სამსახური და საჯარო სამსახური ხორციელდება საქართველოს სახელმწიფო ენაზე – ქართულად, ხოლო აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში აგრეთვე – აფხაზურად.

დეპარტამენტის უფროსი როგორ დაინიშნება თუ ქართული არ იცის? როგორ შეძლებს საქმე აწარმოოს?

ამ მარტივი სიცრუის გავრცელება ისევ და ისევ საზოგადოების მოტყუებას და პროტესტის გაჩენას ისახავს მიზნად. საჯარო მოხელისთვის სახელმწიფო ენის მოთხოვნის გაუქმება ისეთივე მართალია, როგორც 300 000 ხმის გაყალბება და ევროპული კურსიდან გადახვევა”, – წერს არჩილ გორდულაძე.

Continue Reading

Previous: საჯარო მოხელეს ქართული ენის ცოდნის ვალდებულება აღარ აქვს, გააუქმესო, ტყუილია, არ გაგვიუქმებია! – რაც შეეხება ხელშეკრულებით დასაქმებულს, მას არც აქამდე მოეთხოვებოდა, მაგალითად, მინისტრს შეეძლო დაენიშნა უცხოელი მრჩეველი
Next: აფხაზებთან და ოსებთან სათქმელი უნდა გვქონდეს, რომ ჩვენ თუ ერთმანეთს პატივს ვცემთ, რთულია ჩვენი გაერთიანება? ეს ხაზი უნდა ჩანდეს, რომ მათაც გულწრფელად უნდა შევთავაზოთ ერთიან სახელმწიფოში ჩვენი თანაცხოვრება

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025