Skip to content
05/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

საჯარო მოხელეს ქართული ენის ცოდნის ვალდებულება აღარ აქვს, გააუქმესო, ტყუილია, არ გაგვიუქმებია! – რაც შეეხება ხელშეკრულებით დასაქმებულს, მას არც აქამდე მოეთხოვებოდა, მაგალითად, მინისტრს შეეძლო დაენიშნა უცხოელი მრჩეველი

მარშალ პრესი 15/12/2024
mamuka mdinaradze

საჯარო მოხელეს ქართული ენის ცოდნის ვალდებულება აღარ აქვს, გააუქმესო – ტყუილია, არ გაგვიუქმებია! (კანონს თუ ვინმე წაიკითხავს, ცუდი არ იქნება), – წერს “ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივანი, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე, სოციალურ ქსელში.

მისი განმარტებით, ხელშეკრულებით დასაქმებულ პირს, არც აქამდე მოეთხოვებოდა ქართულის ცოდნა და მაგალითად, მინისტრს შეეძლო დაენიშნა უცხოელი მრჩეველი, რომელმაც ქართული არ იცოდა.

მდინარაძე აღნიშნავს იმასაც, რომ სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის კონტექსტმა თუ ვინმე ააღელვა, ამ მიმართულებით, ხელშეკრულებით დასაქმებულზეც შეიძლება ჩაიწეროს ენის ცოდნის ვალდებულება.

“საჯარო მოხელეს ქართული ენის ცოდნის ვალდებულება აღარ აქვს, გააუქმესო – ტყუილია, არ გაგვიუქმებია! (კანონს თუ ვინმე წაიკითხავს, ცუდი არ იქნება).

რატომ კადრულობენ ამ ტყუილს, შეგიძლიათ ტყუილის ავტორებს მოკითხოთ, თან მკაცრად!

რაც შეეხება ხელშეკრულებით დასაქმებულს, მას არც აქამდე მოეთხოვებოდა! მაგალითად, მინისტრს შეეძლო დაენიშნა უცხოელი მრჩეველი, რომელმაც ქართული არ იცოდა. თუ სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის კონტექსტმა ვინმე ააღელვა, ამ მიმართულებით, შეგვიძლია ხელშეკრულებით დასაქმებულზეც ჩავწეროთ ენის ცოდნის ვალდებულება, არ იქნება ისე ცუდი, ადგილობრივების დასაქმების სავალდებულოობის კონტექსტში.

უცხოელ მუშახელზე გამონაკლისს დავუშვებთ, ბოლო-ბოლო, თუ აუცილებელი იქნა”, – წერს მამუკა მდინარაძე.

Continue Reading

Previous: ჩვენს ინტერესში შედის ევროკავშირის წევრობა, ევროპასთან სიახლოვე და ვიცი, რომ მათ ინტერესებშიც შედის. ჩვენ ვცდილობთ, რომ შეხების წერტილები როგორმე დაუბრუნდეს ჯანსაღ პროცესს
Next: საჯარო მოხელეებისთვის ქართული ენის მოთხოვნის ვალდებულება არ გაუქმებულა. ამ მარტივი სიცრუის გავრცელება ისევ და ისევ საზოგადოების მოტყუებას და პროტესტის გაჩენას ისახავს მიზნად

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025