Skip to content
04/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

გუშინ ჩემი ოჯახი რუსთაველზე იყო, ნაძვის ხესთან, თქვენს დაზომბებულ შპინგალეტებთან, ჩემი არასრულწლოვანი შვილი, რომლის მოკვლითაც მემუქრებოდით. მანდ იყო თქვენს გარემოცვაში, უშიშრად იდგა და 9 წლის ბავშვი დაგცინოდათ მისი იქ ყოფნით!

მარშალ პრესი 15/12/2024
dimitri samkharadze

არ მინდოდა ამ ვიდეოს დადება, მაგრამ ისე არიან გატლეკილები, რომ გადავწყვიტე! ამათ ხომ ჰგონიათ, ჩვენც მათნაირები ვართ, თავიანთ შვილებს რომ მალავენ და სხვის შვილებს აპირისპირებენ პოლიციას და ხალხს! რადიკალური სხვაობა რომ არის ჩვენს შორის, იმიტომ ვერ გვამარცხებენ და ვერასდროს დაგვამარცხებენ!

გუშინ ჩემი ოჯახი რუსთაველზე იყო, ნაძვის ხესთან, თქვენს დაზომბებულ შპინგალეტებთან, ჩემი არასრულწლოვანი შვილი, რომლის მოკვლითაც მემუქრებოდით. მანდ იყო თქვენს გარემოცვაში, უშიშრად იდგა და 9 წლის ბავშვი დაგცინოდათ მისი იქ ყოფნით! – წერს “ქართული ოცნების“ რეგიონული მდივანი, დიმიტრი სამხარაძე და მისი ოჯახის ნაძვის ხის ანთების ღონისძიებაზე გადაღებულ ვიდეოს აქვეყნებს. როგორც სამხარაძე აღნიშნავს, მათ ვისაც ჰგონიათ, რომ მმართველი პარტია ჩამოიშალა, აზრზე არ არიან რა სულისკვეთებით არის შეკრული „ქართული ოცნება“.

„არ მინდოდა ამ ვიდეოს დადება, მაგრამ ისე არიან გატლეკილები, რომ გადავწყვიტე! ამათ ხომ ჰგონიათ, ჩვენც მათნაირები ვართ, თავიანთ შვილებს რომ მალავენ და სხვის შვილებს აპირისპირებენ პოლიციას და ხალხს! რადიკალური სხვაობა რომ არის ჩვენს შორის, იმიტომ ვერ გვამარცხებენ და ვერასდროს დაგვამარცხებენ! გუშინ ჩემი ოჯახი რუსთაველზე იყო, ნაძვის ხესთან, თქვენს დაზომბებულ შპინგალეტებთან, ჩემი არასრულწლოვანი შვილი, რომლის მოკვლითაც მემუქრებოდით. მანდ იყო თქვენს გარემოცვაში, უშიშრად იდგა და 9 წლის ბავშვი დაგცინოდათ მისი იქ ყოფნით!

ყველამ იცნო ჩემი მეუღლეც და შვილიც. დაბნეულები, შეშინებულები უყურებდნენ, ვერ გაერკვნენ რა ექნათ, ლიბერალური ფაშიზმი გამოევლინათ თუ არა! ისე რომ იცოდეთ მომავლისთვის, ერთი თმის ღერი რომ ჩამოუვარდეს ჩემი ოჯახის წევრს, სათითაოდ მოგაკითხავთ სახლებში, მერე რომ არ დაიწყოთ კანკალი და არიქა სამხარაძე გვემუქრებაო, ლიდერებზე ვსაუბრობ, დიახ, მოგაკითხავთ სახლში და მოგექცევით ისე, როგორც თქვენ ჩვენი ოჯახის წევრებს ექცევით!

ჩამოშლილები ვართ ხომ? აზრზე არ ხართ რა სულისკვეთებით ვართ შეკრული „ქართული ოცნების“ ჯარისკაცები, ვერ წარმოიდგენთ, როგორ გვინდა რამე ისეთი ჩაიდინოთ, საბაბი მოგვცეთ თქვენთან მოახლოების, ისე რომ იცოდეთ ძალიან ახლოს ვართ   ზემოთ მუქარაზე ვწერდი, ხომ არ გგონიათ გაგიტარებთ? ჩემი ცხოვრების მთავარ მიზნად გადამიქციეთ კონკრეტული პიროვნების პოვნა, ვინც უშუალოდ მწერდა! დამკვეთები ისედაც ვიცი და კარგ სიურპრიზს ვუმზადებ გრძელვადიან პერსპექტივაში!“ – წერს დიმიტრი სამხარაძე.

Continue Reading

Previous: ოპოზიციის არაფორმალური ლიდერი, მიხეილ სააკაშვილი ამტკიცებს, თითქოს 500 ათასზე მეტი ხმა გაყალბდა, რაც ნიშნავს, რომ ყოველი მეოთხე ხმა არის გაყალბებული
Next: დროა, სალომე ზურაბიშვილმა მოძებნოს ახალი სამსახური – დავით მათიკაშვილი

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025