Skip to content
05/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

მაკრონს საქართველოს მთავრობა შემოეღიარა

მარშალ პრესი 14/12/2024
mamuka mdinaradze

მისი ზარის გადასაფარად იყო ნათხოვნი მაკრონისადმი, რომ ასეთი განცხადება გაკეთებულიყო იმიტომ, რომ წინა დღემ მთლიანად ჩამოშალა ოპოზიცია, როდესაც პარტიის საპატიო თავმჯდომარეს დაუკავშირდა თავისი ინიციატივით პრეზიდენტი მაკრონი და ამან დიდი კრიტიკა და ვნებათაღელვა გამოიწვია ქართულ ოპოზიციაში, – განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა და ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ.

„მე გამახსენდა ჰელსინკის კომისიის ლანძღვა ბაიდენის ადმინისტრაციის მიმართ მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ კი, მკაცრად გააკრიტიკა ბაიდენის ადმინისტრაციამ საქართველოს მთავრობა, მაგრამ ამით ლეგიტიმაცია მისცაო. მაკრონსაც შემოეღიარა საქართველოს მთავრობა ამასობაში იმიტომ, რომ მთავრობის ხელმძღვანელის თუ მეთაურის იმ განცხადებაზე საუბრობდა, რომელი განცხადებაც ბუნებაში არ არსებობს იმ ფორმით, როგორც გვაკრიტიკებენ. ეს ერთი და მეორე – შეიძლება მოგეჩვენოს ადამიანს და მთლად მოჩვენებითი არ იქნება ეს ამბავი, რომ წინა დღის, მისი ზარის გადასაფარად იყო ნათხოვნი მაკრონისადმი, რომ ასეთი განცხადება გაკეთებულიყო იმიტომ, რომ წინა დღემ მთლიანად ჩამოშალა ოპოზიცია, როდესაც პარტიის საპატიო თავმჯდომარეს დაუკავშირდა თავისი ინიციატივით პრეზიდენტი მაკრონი და ამან დიდი კრიტიკა და ვნებათაღელვა გამოიწვია ქართულ ოპოზიციაში“, – განაცხადა მდინარაძემ.

მისი თქმით, ოპოზიცია და სხვადასხვა ძალა ჯერ ჰერჩინსკის ამუნათებდნენ, შემდეგ მაკრონს და ყველანაირ საზღვრებს გასცდნენ.

„ისე არიან თავიანთი პატრონებით გათამამებულები, რომ ნებისმიერს აკრიტიკებენ, ნებისმიერს გალანძღავენ, ვინც კი ოდნავ რაღაც ლეგიტიმაცია შეიძლება მისცეს საქართველოს ხელისუფლებას, რომელსაც ლეგიტიმაციას რეალურად აძლევს ქართველი ხალხი. ამ შემთხვევაში, მისი უმრავლესობა მილიონ 120 ათასი ადამიანის სახით და სამასი ათასი ხმის „გაყალბებას“ თუ არ ჩავთვლით, ეს ლეგიტიმაცია არის აბსოლუტურად მყარი, მაგრამ სამასი ათასი ხმა თუ გაყალბდა და ჩელიაბინსკში თუ გავიღვიძეთ, მაშინ ცოტა პრობლემები ექმნება. ეს, რა თქმა უნდა, ხუმრობით, ამაზე არ შეიძლება ვინმემ სერიოზულად ილაპარაკოს“, – აღნიშნა მდინარაძემ.

Continue Reading

Previous: სალომე ზურაბიშვილი ტოვებს პრეზიდენტის ინსტიტუტის დამახინჯებულ აღქმას. მან კონსტიტუციური პრინციპის დარღვევით გააჩინა არასწორი აღქმა პრეზიდენტის კომპეტენციებთან დაკავშირებით
Next: მიხეილ ყაველაშვილი აუცილებლად დაანახებს მსოფლიოს, რომ ამ გამოწვევებით სავსე მსოფლიოში საქართველო ნამდვილად ჩაჯდება იმ დღის წესრიგში, რასაც ჰქვია ცივილიზებული სამყარო

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025