Skip to content
05/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

სალომე ზურაბიშვილი ტოვებს პრეზიდენტის ინსტიტუტის დამახინჯებულ აღქმას. მან კონსტიტუციური პრინციპის დარღვევით გააჩინა არასწორი აღქმა პრეზიდენტის კომპეტენციებთან დაკავშირებით

მარშალ პრესი 14/12/2024
mamuka mdinaradze

სალომე ზურაბიშვილი ტოვებს პრეზიდენტის ინსტიტუტის დამახინჯებულ აღქმას, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და პარტიის აღმასრულებელმა მდივანი მამუკა მდინარაძემ, ჟურნალისტის დასმული კითხვის საპასუხოდ, რომელიც დაინტერესდა თუ რა მემკვიდრეობას ტოვებს სალომე ზურაბიშვილი.

მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილმა, ისევე როგორც მისმა წინამორბედმა, პრეზიდენტის ინსტიტუტისადმი არასწორი აღქმები დატოვა.

„როდესაც კრიტიკას მიმართავენ ხოლმე, კრიტიკის საფუძვლებშივე ჩანს, რომ წინა პრეზიდენტებმა საპრეზიდენტო ინსტიტუტის მიმართ საპარლამენტო რესპუბლიკაში არასწორი აღქმები გააჩინეს. მაგალითად, ჩვენ გვესმის კრიტიკა იმასთან დაკავშირებით, რომ საგარეო მიმართულება როგორ უნდა წარმოადგინოს ყაველაშვილმა ან ჯარის მიმართულება, მთავარსარდალი როგორ უნდა იყოს. ჯერ ერთი, ყველაფერი შეუძლია იყოს მისი პიროვნული და პროფესიონალური თვისებებიდან გამომდინარე. მაგრამ საერთოდ არ არის საგარეო პოლიტიკის წარმოება პრეზიდენტის საქმე. ანუ აქ იგულისხმება ის, რომ საგარეო პოლიტიკას განსაზღვრავს საპარლამენტო რესპუბლიკაში პარლამენტი და განახორციელებს, აღასრულებს საქართველოს მთავრობა. პრეზიდენტი მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა იყოს და იქნება წარმომადგენელი, როდესაც ამის სპეციალურ ნებართვას გასცემს საქართველოს მთავრობა. ამ კონსტიტუციური პრინციპის დარღვევით სალომე ზურაბიშვილმა გააჩინა არასწორი აღქმა და არასწორი სტერეოტიპი თითქოს პრეზიდენტის საქმეა ეს.

მეორე, როდესაც საუბრობენ მთავარსარდალზე, მიხეილ ყაველაშვილი მშვენიერი მთავარსარდალი იქნება მაგრამ ესეც აღქმულია თითქოს რაღაც ჯარს უნდა უხელმძღვანელოს. იმდენად სიმბოლურია ეს კომპეტენცია პრეზიდენტის, რომ მას არ სჭირდება სპეციალური ცოდნა ჯარის შენაერთების გადაადგილების თუ სამხედრო ოპერატიული ტაქტიკის შესახებ. ანუ ეს აღქმები სალომე ზურაბიშვილმა და მისმა წინამორბედმა იმდენად არასწორად გააჩინეს, რომ ახლა კრიტიკაც კი ჯერ კიდევ კანდიდატისა არის არასწორი, რადგან არც ერთი და არც მეორე არ არის კომპეტენციის შემადგენელი ნაწილი“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მედიის წარმომადგენელმა მამუკა მდინარაძეს პრეზიდენტის სასახლის დატოვებასთან დაკავშირებით სალომე ზურაბიშვილის პოზიციაზეც ჰკითხა. მისი თქმით, ამ შემთვევაში ეს იქნება ჩადენილი დანაშაული რიგითი მოქალაქის მხრიდან.

„ანუ თქვენ რას მეკითხებით, რომ მოქალაქე სალომე ზურაბიშვილი გამაგრდება პრეზიდენტის სასახლეში და ჩაიდენს დანაშაულს?“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

Continue Reading

Previous: ჯერ ფრანგების პრობლემები უნდა მოაგვაროთ, მე-5 რესპუბლიკის ყველა პრეზიდენტს შორის ყველაზე ცუდი ხარ – რას წერენ ფრანგები ემანუელ მაკრონის ქართველებისთვის განკუთვნილ ვიდეო მიმართვაზე
Next: მაკრონს საქართველოს მთავრობა შემოეღიარა

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025