Skip to content
25/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

გავლენიანი ძალები მოქმედებენ ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ, რომლებსაც საქართველოში უნდოდათ მეორე ფრონტის გახსნა, ამას ვერ მიაღწიეს და ამის გამო უპირისპირდებიან ჩვენს ქვეყანასა და ხელისუფლებას

მარშალ პრესი 13/12/2024
irakli kobakhidze

გავლენიანი ძალები მოქმედებენ ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ, რომლებსაც საქართველოში უნდოდათ მეორე ფრონტის გახსნა, ამას ვერ მიაღწიეს და ამის გამო უპირისპირდებიან ჩვენს ქვეყანასა და ხელისუფლებას, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აზერბაიჯანულ ტელეკომპანიასთან ინტერვიუში.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, კონკრეტული ძალების სახელით მოქმედებენ კონკრეტული ევროპელი პოლიტიკოსები და ბიუროკრატები.

„ქვეყნების სიაც გვექნება, რომლებსაც აქვთ უსამართლო დამოკიდებულება ჩვენი ქვეყნის მიმართ, თუმცა დღეს არ მინდა, ეს ქვეყნები არ დავაკონკრეტო, იმისათვის, რომ მათ დავუტოვოთ შანსი, შეიცვალონ საკუთარი ქცევა. მთლიანობაში ჩანს, რომ გავლენიანი ძალები მოქმედებენ ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ. ესენი არიან ის ძალები, რომლებსაც საქართველოში უნდოდათ მეორე ფრონტის გახსნა, ამას ვერ მიაღწიეს და სწორედ ამის გამო უპირისპირდებიან ჩვენს ქვეყანას და ჩვენს ხელისუფლებას“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

Post navigation

Previous: ევროკავშირში საქართველოს მომხრეების რიცხვი მატულობს – ეკა სეფაშვილი
Next: 29 დეკემბერს საბოლოოდ იწურება სალომე ზურაბიშვილის უფლებამოსილების ვადა და მას მოუწევს პენსიაზე გასვლა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.