Skip to content
26/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ევროკავშირში საქართველოს მომხრეების რიცხვი მატულობს – ეკა სეფაშვილი

მარშალ პრესი 13/12/2024
eka sepashvili

„ევროპის საბჭოს შეუძლია 16 დეკემბერს გასამართ სხდომაზე საქართველოს მიმართ მტრულად განწყობილი რეზოლუცია გაითვალისწინოს, თუმცა, მათ რომ დააწესონ სანქციები საქართველოს წინააღმდეგ, ან თუნდაც ვიზალიბერალიზაციის შეჩერების საკითხი დღის წესრიგში დააყენონ, ეს რუსეთის წისქვილზე წყლის დასხმა იქნება“, – ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანმა ეკა სეფაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ევროკავშირში ჯერ კიდევ შემორჩენილები არიან მოაზროვნეები, რომლებიც ევროკავშირისთვის საქართველოს სასიცოცხლო როლს კარგად აცნობიერებენ, ამიტომ, რადიკალურ გადაწყვეტილებებს არ მიიღებენ.

„16 დეკემბერს გაიმართება ევროპული საბჭოს სხდომა, სადაც, დიდი ალბათობით, საქართველოს შესახებ იმსჯელებენ. რა თქმა უნდა, არსებობს სხვადასხვა მოლოდინი, მათ შორის ის, რომ საქართველოს შეიძლება გაფრთხილება მისცენ. ეს გაფრთხილებები ბოლო პერიოდში ორი თემით შემოიფარგლება. პირველი, რომ გავიწვიოთ ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ კანონი, რომელიც მხოლოდ ლგბტ პროპაგანდას კრძალავს და არ ეხება ამ თემის უფლებების დაცვას და მეორე – გავიწვიოთ გამჭვირვალობის შესახებ კანონი, რომელიც, რეალურად, ევროპული ღირებულებების დაცვას მოიცავს, რადგან ევროკავშირის ერთ-ერთი პრინციპი სწორედ რომ გამჭვირვალობაა.

რაც შეეხება წინა რეზოლუციას, რომელიც ევროპარლამენტმა მიიღო, იქ ძალიან ბევრი ტყუილი ეწერა და საქართველოსადმი ძალიან მტრულად განწყობილი იყო. თუმცა, ამ რეზოლუციას იურიდიული ძალა არ აქვს და მხოლოდ მოწოდებაა. ეს რეზოლუცია ევროპულ საბჭოს შეუძლია გაითვალისწინოს, თუმცა, მათ რომ დააწესონ სანქციები საქართველოს წინააღმდეგ, ან თუნდაც ვიზალიბერალიზაციის შეჩერების საკითხი დღის წესრიგში დააყენონ, ეს რუსეთის წისქვილზე წყლის დასხმა იქნება. ვიმედოვნებ, რომ ევროკავშირში ჯერ კიდევ შემორჩენილები არიან მოაზროვნეები, რომლებიც ევროკავშირისთვის საქართველოს სასიცოცხლო როლს კარგად აცნობიერებენ და რადიკალურ გადაწყვეტილებებს არ მიიღებენ.

ევროკავშირში საღად მოაზროვნე ადამიანებიც არიან. იქ ვიხილეთ სხდომაც, სადაც ისევ წამოიჭრა საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერების საკითხი და მხოლოდ უნგრეთი და სლოვაკეთი არ იყო, ვინც ეს საკითხი დაბლოკა – მოწინააღმდეგეებს შორის იყვნენ იტალია, ბულგარეთი და გერმანია. ასე რომ, ევროკავშირში საქართველოს მომხრეების რიცხვი მატულობს“, – აღნიშნა ეკა სეფაშვილმა.

Post navigation

Previous: უცხოეთიდან დაფინანსებულმა აგენტურამ საბოლოოდ ჩამოიხსნა ნიღაბი და ეკლესიას გამოუცხადა ბრძოლა
Next: გავლენიანი ძალები მოქმედებენ ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ, რომლებსაც საქართველოში უნდოდათ მეორე ფრონტის გახსნა, ამას ვერ მიაღწიეს და ამის გამო უპირისპირდებიან ჩვენს ქვეყანასა და ხელისუფლებას

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.