Skip to content
03/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს პროტესტის ნიშნად დავტოვე პარტია – ირაკლი ღარიბაშვილის გამოხმაურება

მარშალ პრესი 12/12/2024
irakli garibashvili

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილი აბსურდულს უწოდებს გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს მან პარტია დატოვა. როგორც ღარიბაშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ს განუცხადა, განაგრძობს მმართველი პარტიის თავმჯდომარის პოზიციაზე მუშაობას.

ღარიბაშვილი აბსურდულს უწოდებს გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს ის მრავლობითი დაზიანებებით შეიყვანეს კლინიკაში. მისი განცხადებით, მხარი ვარჯიშის დროს დაიზიანა და სამედიცინო დაწესებულებაში გამოკვლევებზე იმყოფებოდა.

„მინდა, გამოვეხმაურო ამ აბსურდულ ცილისწამებას, ბრალდებებსა და ტყუილს, რომლებიც საზოგადოებამ იხილა ბოლო დღეების განმავლობაში. ჩვენ განცხადებაც გავავრცელეთ. მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს მე თურმე პროტესტის ნიშნად დავტოვე პარტია, გუნდს გავემიჯნე, რაღაც გავაპროტესტე და, მით უმეტეს, კრიზისის დროს, იმ ფონზე, როდესაც ჩვენი ქვეყნის წინაშე იყო ძალიან დიდი გამოწვევები, თითქოს ამ ფონზე დავტოვე პარტია. ეს არის აბსურდი. მე ვინც მიცნობს, და, მგონი, ყველა კარგად მიცნობს, ეს არ არის ჩემი ხელწერა. მე მაქვს ჩემი წესები, პრინციპები. ამ წესებით ვცხოვრობ მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრება და ამ წესებს არასოდეს გადავუხვევ“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

Post navigation

Previous: კეზერაშვილმა სახელმწიფოსთვის მოპარული თანხით დიდი ოდენობით ბრილიანტები შეიძინა, მათ შორის 2008 წლის 12 აგვისტოს, რაც აჩვენებს სახელმწიფოსა და ჯარისადმი მის დამოკიდებულებას – როცა ჩვენი ვაჟკაცი ბიჭების ცხედრები ცხინვალის მისადგომებთან ესვენა, ეს არაკაცი ბრილიანტებს ყიდულობდა
Next: იცით, რა არის ყველაზე ამორალური, როცა შენი ჯარი დაღლილ-დაქანცული უკან იხევს, გმირი ბიჭების ცხედრები უპატრონოდაა მიტოვებული – თავდაცვის მინისტრი კი ამ დროს მილიონობით ღირებულების ბრილიანტების შეძენით არის დაკავებული

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.