Skip to content
02/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

კეზერაშვილმა სახელმწიფოსთვის მოპარული თანხით დიდი ოდენობით ბრილიანტები შეიძინა, მათ შორის 2008 წლის 12 აგვისტოს, რაც აჩვენებს სახელმწიფოსა და ჯარისადმი მის დამოკიდებულებას – როცა ჩვენი ვაჟკაცი ბიჭების ცხედრები ცხინვალის მისადგომებთან ესვენა, ეს არაკაცი ბრილიანტებს ყიდულობდა

მარშალ პრესი 12/12/2024
davit chikhelidze

როგორც ირკვევა ბანდიტმა კეზერაშვილმა სახელმწიფოსთვის მოპარული თანხით დიდი ოდენობით ბრილიანტები შეიძინა, მათ შორის 2008 წლის 12 აგვისტოს, რაც ნათლად აჩვენებს სახელმწიფოსა და ჯარისადმი მის დამოკიდებულებას, – ამის შესახებ ექსპერტი დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი განცხადებით, ქვეყნის ღალატი და მტრობაა, როდესაც ომის დროს, სახელმწიფოსთვის მოპარული თანხით ბრილიანტებს ყიდულობ, განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც ჯარისკაცების ცხედრები ამ დროს ცხინვალის მისადგომებთან ასვენია. ჩიხელიძის შეფასებით, კეზერაშვილის ეს ქმედება კოლექტიური “ნაციონალური მოძრაობის” სახეა.

“ქვეყნის ღალატი და მტრობაა, როცა ომის მიმდინარეობის დროს, სახელმწიფოსთვის მოპარული თანხით ბრილიანტებს ყიდულობ და საკუთარ კომფორტს იქმნი.
როგორც ირკვევა ბანდიტმა კეზერაშვილმა სახელმწიფოსთვის მოპარული თანხით დიდი ოდენობით ბრილიანტები შეიძინა, მათ შორის 2008 წლის 12 აგვისტოს, რაც ნათლად აჩვენებს სახელმწიფოსა და ჯარისადმი მის დამოკიდებულებას.
მაშინ, როცა ჩვენი ვაჟკაცი ბიჭების ცხედრები ცხინვალის მისადგომებთან, მინდორზე ესვენა, ეს არაკაცი ბრილიანტებს ყიდულობდა, ეს არის კოლექტიური “ნაცმოძრაობის” და დღეს უკვე ოპოზიციის რეალური სახე, ქურდობა და ქვეყნის ღალატი. სხვა საქმე მათ არ გამოსდით.” – წერს დავით ჩიხელიძე.

Post navigation

Previous: კეზერაშვილის სხვადასხვა ბუნაგებიდან კიდევ რამდენ ნაძარცვს ამოიღებენ, სერიალი ალბათ მრავალსერიიანი გამოვა. მისი ჭუჭყიანი ფულებით დაპურებულნი კი დაშლიგინებენ რუსთაველზე და ამყრალებენ ტელეეთერს
Next: გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს პროტესტის ნიშნად დავტოვე პარტია – ირაკლი ღარიბაშვილის გამოხმაურება

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.