Skip to content
10/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

საინტერესო საუბარი შედგა მაკრონსა და ბიძინა ივანიშვილს შორის და ამას სჭირდება გაგრძელება, რადგან ეს არის მთავარი ფორმულა და არა ფორმულა, რომელიც ცეცხლზე ნავთის დასხმისკენ არის მიმართული

მარშალ პრესი 12/12/2024
GIA VOLSKI

ასეთი დონის საუბრის დროს ყველანაირი სპეკულაცია იმასთან დაკავშირებით, რომ აქ რომელიმე მხარე იმარჯვებს, სწორი და რელევანტური არ არის, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ემანუელ მაკრონისა და ბიძინა ივანიშვილის სატელეფონო საუბრის შესახებ განაცხადა.

ვოლსკის თქმით, მთავარი თემაა, რომ საქართველომ გაიმარჯვოს და სტაბილურობა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ რეგიონში იყოს შენარჩუნებული.

„ამაში ევროკავშირიც არის დაინტერესებული, საფრანგეთიც. რა საკვირველია, პირველ რიგში საქართველოა დაინტერესებული. ამ თემებზე იყო საუბარი ერთი საათი, ძალიან ფართო სპექტრის საკითხები განიხილეს. არჩევნებთან დაკავშირებით საუბარი არ ყოფილა, არც სალომე ზურაბიშვილის საკითხზე. საინტერესო საუბარი შედგა და ამას სჭირდება გაგრძელება, რადგან ეს არის მთავარი ფორმულა და არა ფორმულა, რომელიც ცეცხლზე ნავთის დასხმისკენ არის მიმართული, რასაც მაგალითად, ზოგიერთი ევროპარლამენტარი გვთავაზობს, რომ დაპირისპირება და გადატრიალების მცდელობები არ შეჩერდეს, რბევა და ფიზიკური დაპირისპირება იყო. ამისგან განსხვავებით ხდება ამ დონეზე საუბარი, რაც მისასალმებელი და კარგია“, – განაცხადა ვოლსკიმ.

Post navigation

Previous: წყაროს არ ვასახელებ – ხუხაშვილის გალახვას აპირებდნენ დაახლოებით 10 წლის წინ და ამან უთხრა – ხელი არ დამარტყათ, “მოსადზე” ვმუშაობ და პრობლემები შეგექმნებაო – ზურა ქადაგიძე
Next: ახალ პრეზიდენტს ამერიკული მოდელით დაკომპლექტებული, 300 წევრისგან შემდგარი კოლეგია 14 დეკემბერს აირჩევს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.