Skip to content
14/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

წყაროს არ ვასახელებ – ხუხაშვილის გალახვას აპირებდნენ დაახლოებით 10 წლის წინ და ამან უთხრა – ხელი არ დამარტყათ, “მოსადზე” ვმუშაობ და პრობლემები შეგექმნებაო – ზურა ქადაგიძე

მარშალ პრესი 12/12/2024
zurab kadagidze

„ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე ოპოზიციის მხარდამჭერ ექსპერტს გია ხუხაშვილს არაკომპეტენტურობაში ამხელს. როგორც ის სოციალურ ქსელში წერს, ამერიკული პოლიტიკის სამზარეულოში გათვითცნობიერებული ექსპერტი ერთმანეთში ურევს პოლიტიკურ და სამართლებრივ სტრუქტურებს.

ზურაბ ქადაგიძე ვიდეოს აქვეყნებს, სადაც ხუხაშვილი საუბრობს იმაზე, რომ ქართველი პოლიტიკოსები აშშ-ში შეხვედრებს ფედერალურ ბიუროში მართავენ.

„ხუხამ, ოპოზიციის ბიულეტენივით გაჟონა… ძალიან კმაყოფილი ხომ ალაპარაკეს, თითქოს რაიმე გაეგება და ზეპირად იცის, ბიძინა ივანიშვილის და მთავრობის შიდა სამზარეულო, დამაჯერებელი სახით ჰყვება თუ როგორ მძიმე დღეშია ხელისუფლება და სოლიდურობისთვის, ამერიკის შეერთებული შტატები ახსენა იმის დასტურად, თუ როგორ იცის იქაური შიდა ამბებიც (ნუ ექსპერტია კაცი და კი უნდა იცოდეს).

ამ დროს „დააერორა”, გაჟონა ინტელექტმა, მოცურდა ეს ცუცურაკი – ქართველი პოლიტიკოსები იქ ჩადიან და ფედერალურ ბიუროსთან(FBI) თანამშრომლობენო, ფედერალურ ბიუროსთანო… ბიჭო, ცენტრალური დაზვერვა, ან სახელმწიფო დეპარტამენტი მაინც გეთქვა, შე უკიდეგანოდ გაჟონილო! ფედერალური ბიურო- FBI შტატების იუსტიციის ორგანოა და გენერალურ პროკურორს ექვემდებარება და რა შუაშია უცხო ქვეყნის თანამდებობის პირები და პოლიტიკოსები?! არა რა, პიტალოა-მეთქი და თქვენ არ გჯერათ…

P.S. წყაროს არ ვასახელებ – ხუხაშვილის გალახვას აპირებდნენ დაახლოებით 10 წლის წინ (მაგრად მიქარა ალბათ) და ამან უთხრა – ხელი არ დამარტყათ, “მოსადზე” ვმუშაობ და პრობლემები შეგექმნებაო. ეს თვითმარქვია ქვეშაფსია ექსპერტი…” – წერს ზურაბ ქადაგიძე.

Post navigation

Previous: მიუღებლობა აქვთ განსხვავებული აზრის და ვერაფერს დავარქმევ გარდა იმისა, რომ არის ფაშიზმი – ყველაზე კარგი იქნება, ასეთ გამოხტომებს არ მიაქციოს ყურადღება და აკეთოს თავისი საქმე, რასაც ძალიან მაგრად აკეთებს
Next: საინტერესო საუბარი შედგა მაკრონსა და ბიძინა ივანიშვილს შორის და ამას სჭირდება გაგრძელება, რადგან ეს არის მთავარი ფორმულა და არა ფორმულა, რომელიც ცეცხლზე ნავთის დასხმისკენ არის მიმართული

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.