Skip to content
12/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

უნდა მოსპონ ჩვენი ქართველობა, ეთნიკურობა, კულტურული იდენტობა და მხოლოდ ამის შემდეგ შეძლებენ თავიანთი გლობალური ზრახვების განხორციელებას

მარშალ პრესი 10/12/2024
eka sepashvili

პარლამენტის წევრი, დეპუტატი ეკა სეფაშვილი აქციაზე რადიკალების პერფორმანსს ეხმიანება.

„დაწვეს ის ქრისტიანული ღირებულებები, რასაც ემყარება ჩვენი გენეტიკა, კულტურული იდენტობა და ეთნოსი“- აღნიშნა დეპუტატმა და განმარტა, რომ რადიკალების მიზანია მოსპონ კულტურული იდენტობა იმისთვის, რომ შემდეგ საკუთარი გეგმები განახორციელონ. მისი თქმით, კუბოს დაწვა, რომელზეც ქრისტე იყო გამოსახული არის სიმბოლო, რომ მათ დაწვეს ქრისტიანული ღირებულებები.

„გუშინდელი პერფორმანსი, რომელიც ჩვენ ვიხილეთ მომიტინგეების მხრიდან, როდესაც დაწვეს კუბო ქრისტეს გამოსახულებით, არის ერთგვარი სიმბოლო, რომ დაწვეს ღირებულებები. დაწვეს ის ქრისტიანული ღირებულებები, რასაც ემყარება ჩვენი გენეტიკა, კულტურული იდენტობა და ეთნოსი.

ეს არის მათი ძირითადი ხელწერა, რომ უნდა მოსპონ ჩვენი ქართველობა, ეთნიკურობა, კულტურული იდენტობა და მხოლოდ ამის შემდეგ შეძლებენ თავიანთი გლობალური ზრახვების განხორციელებას. ეს იყო ერთგვარი აქტი და ძალიან სამწუხაროა, რომ ხალხმა, გაცნობიერებულად თუ გაუცნობიერებლად, ამ ყველაფერში მონაწილეობა მიიღო და სიხარულის შეძახილები ისმოდა,“- აღნიშნა ეკა სეფაშვილმა.

Post navigation

Previous: კოლექტიური “ნაცმოძრაობა” დაწერილ სცენარს მიჰყვება, გუშინ ამაზრზენი რიტუალი ჩაატარეს, რუსთაველზე მაცხოვრის გამოსახულებიანი კუბო დაწვეს – არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ ეს ახალი პროვოკაციების შესავალია, რამაც მდგომარეობის გამწვავება უნდა გამოიწვიოს
Next: საქართველოს წინააღმდეგ მოქმედმა აგენტებმა ოთხჯერ სცადეს ქართული სახელმწიფოს მაიდანიზაცია. მიმდინარე პროცესების კულმინაცია მოითხოვს მსხვერპლს და ეს მსხვერპლი უკვე შერჩეულია! მოერიდეთ სამშობლოს გამყიდველ მოღალატე ძალებთან ერთად დგომას

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.