Skip to content
15/01/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

კოლექტიური “ნაცმოძრაობა” დაწერილ სცენარს მიჰყვება, გუშინ ამაზრზენი რიტუალი ჩაატარეს, რუსთაველზე მაცხოვრის გამოსახულებიანი კუბო დაწვეს – არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ ეს ახალი პროვოკაციების შესავალია, რამაც მდგომარეობის გამწვავება უნდა გამოიწვიოს

მარშალ პრესი 10/12/2024
GIORGI CHAKVETADZE

მომდევნო დღეების მანძილზე განსაკუთრებული ყურადღება და სიფრთხილეა საჭირო! კოლექტიური ნაც. მოძრაობა დაკვეთილ და დაწერილ სცენარს მიჰყვება, – ასე ეხმიანება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, გიორგი ჩაკვეტაძე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, სადაც საუბარია დესტრუქციული და დანაშაულებრივი ქმედებების ორგანიზატორების გეგმებზე, 2024 წლის 14 დეკემბერს, ჩაიშალოს პრეზიდენტის არჩევნების პროცესი და ამ მიზნით, მიმდინარე კვირას მდგომარეობა მაქსიმალურად დაძაბონ.

როგორც ჩაკვეტაძე ანიშნავს, პროტესტის მონაწილეებმა გუშინ მაცხოვრის გამოსახულებიანი კუბო დაწვეს, რაც საფუძვლიანი ვარაუდია იმისა, რომ ეს ახალი პროვოკაციების შესავალია ვითარების გასამწვავებლად.

“მომდევნო დღეების მანძილზე განსაკუთრებული ყურადღება და სიფრთხილეა საჭირო!

კოლექტიური ნაც. მოძრაობა დაკვეთილ და დაწერილ სცენარს მიჰყვება.
გასული 10 დღის განმავლობაში, ფაქტობრივად ყველა საშუალება გამოიყენეს სიტუაციის ხელოვნურად რადიკალიზაციისთვის, მაგრამ ეს გეგმა ჩავარდა.
სწორედ ამიტომ, გუშინ ამაზრზენი რიტუალი ჩაატარეს. რუსთაველზე მაცხოვრის გამოსახულებიანი კუბო დაწვეს. არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ ეს ახალი პროვოკაციების შესავალია, რამაც მდგომარეობის არსებითად გამწვავება უნდა გამოიწვიოს.

მივმართავ ამ ჯგუფებს, ხელი არ წაგიცდეთ ქართული საზოგადოებისა და სახელმწიფოს წინააღმდეგ!

მინდა საზოგადოება დავარწმუნო, რომ სახელმწიფო უწყებები ამ პროვოკაციების აღსაკვეთად აქტიურ მუშაობას გააგრძელებენ!” – წერს გიორგი ჩაკვეტაძე.

Post navigation

Previous: მივმართავ აქციაზე მყოფ ადამიანებს, მოუხმეთ გონიერებას – დავით ჩიხელიძე
Next: უნდა მოსპონ ჩვენი ქართველობა, ეთნიკურობა, კულტურული იდენტობა და მხოლოდ ამის შემდეგ შეძლებენ თავიანთი გლობალური ზრახვების განხორციელებას

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.