ეს იყო რეჟიმი, სადაც თუ არ მოხვდებოდი მისთვის ლოიალურად განწყობილ ადამიანთა ნუსხაში და გქონდა განსხვავებული აზრი, იწყებოდა სახელმწიფო მანქანით შენი რეპრესია, – განაცხადა თბილისის საკრებულოს წევრმა შალვა ობგაიძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ „ნაციონალურ მოძრაობაზე “ საუბრისას.
„ახალგაზრდების დანახვა იმ ადამიანების გვერდით, რომლებმაც ცოდვის კალო დაატრიალეს 9 წლის განმავლობაში იწვევს მიუღებლობას არა ახალგაზრდების მიმართ, არამედ ამ პროცესის მიმართ, რომელ პროცესში ისინი არიან ჩართულები“, – აღნიშნა შალვა ობგაიძემ.
