Skip to content
01/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

16-17 დეკემბერი არის ის თარიღები, როდესაც ვიღაცებმა უნდა სცადონ საქართველოს დასჯა, გარკვეულწილად ამის და 100-ჯერ სერიოზული სასჯელის პრევენცია მოვახერხეთ იმ გადაწყვეტილებით, რაც ჩვენ მივიღეთ წინსწრებით

მარშალ პრესი 10/12/2024
mamuka mdinaradze

16-17 დეკემბერი არის ის თარიღები, როდესაც ვიღაცებმა უნდა სცადონ საქართველოს დასჯა, გარკვეულწილად ამის და 100-ჯერ სერიოზული სასჯელის პრევენცია მოვახერხეთ იმ გადაწყვეტილებით, რაც ჩვენ მივიღეთ წინსწრებით, – ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის განცხადებას, რომ 16-17 დეკემბერს ევროპის საბჭოს სხდომა გაიმართება, სადაც საქართველოს მიმართ გარკვეულ სადამსჯელო ღონისძიებებზე იქნება მსჯელობა.

„ზუსტად ამას ვლაპარაკობდით გასული დღეების განმავლობაში და ეს დავაზღვიეთ ჩვენი გადაწყვეტილებით, მათ შორის იმ ადამიანების საყურადღებოდ, ვინც ამბობენ – რა გინდოდათ. დღეს ევროკავშირის ელჩმა თქვა, რომ 16-17 არის ის თარიღები, როდესაც ვიღაცებმა უნდა სცადონ საქართველოს დასჯა, გარკვეულწილად ამის და 100-ჯერ სერიოზული სასჯელის პრევენცია მოვახერხეთ იმ გადაწყვეტილებით, რაც ჩვენ მივიღეთ წინსწრებით, დავასწარით და არეულობის რესურსი ერთი-ორად შევუმცირეთ და თუ ჩვენ ტურბულენტობა რაღაც 3-4 ბალის მივიღეთ ახლა, ორჯერ მეტი შეიძლებოდა ყოფილიყო და ორჯერ მეტად მომზადებულები შეხვდებოდნენ ამ თარიღებს ის ადამიანები, რომლებიც თავადაც აღიარებენ, რისთვის ემზადებოდნენ. ისინი ფიქრობდნენ, რომ ახალ წლამდე რაღაც ისეთი უნდა გაეკეთებინათ, რაც ხელისუფლებას ამოაყირავებდა“, – აღნიშნა მდინარაძემ.

Post navigation

Previous: მამუკა მდინარაძე “ტვ პირველის” ჟურნალისტსა და ოპერატორზე თავდასხმაზე: ვის აწყობდა და შედეგი რაც დაიდო, ამით ვინ მიიღო პოლიტიკური საკვები? – “ნაცების” ტელევიზიას თუ დავუჯერებთ, ყველა აქტორი “ნაცია”
Next: ახალგაზრდების დანახვა იმ ადამიანების გვერდით, რომლებმაც ცოდვის კალო დაატრიალეს 9 წლის განმავლობაში იწვევს მიუღებლობას არა ახალგაზრდების, არამედ პროცესის მიმართ, რომელშიც ისინი ჩართულები არიან

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.