Skip to content
11/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

გრძელდება მიტინგები შინაარსის გარეშე – ირაკლი კობახიძე

მარშალ პრესი 09/12/2024
irakli kobakhidze

რუსთაველის გამზირზე პროტესტი შინაარსისგან არის დაცლილი, რეალურად მოთხოვნებს ვერ აყენებენ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რუსთაველის გამზირზე წარმოდგენილია ოთხი პარტია და 10-ზე მეტი ყველაზე მდიდარი ენჯეო

„გრძელდება მიტინგები შინაარსის გარეშე. წარმოდგენილია ოთხი პარტია და 10-ზე მეტი ყველაზე მდიდარი ენჯეო რუსთაველის გამზირზე, თუმცა ისინი, ყველა ერთად, 5 ათას ადამიანსაც ვერ უყრიან თავს.

ამას აქვს ერთი მთავარი მიზეზი – შინაარსისგან არის დაცლილი პროტესტი რუსთაველის გამზირზე. რეალურად მოთხოვნებს ვერ აყენებენ. ერთადერთი მოთხოვნა, რაც აქტიურად ჟღერდება, ეს არის მოძალადეების გათავისუფლება და ამ მოთხოვნის დაყენებითაც შესაბამისი ძალები ადასტურებენ იმას, რომ სინამდვილეში ძალადობის უკან იდგნენ სწორედ ისინი და ისინი არიან ლოიალურად განწყობილი ამ ძალადობის მიმართ, რბილად რომ ითქვას ეს ყველაფერი“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

Post navigation

Previous: საჯარო მოხელეების საპროტესტო მსვლელობა-პრაიდზე: ასობით ადამიანი გააპროტესტებს წლების განმავლობაში „თბილ” და მაღალანაზღაურებად თანამდებობაზე ყოფნას
Next: ჩვენ გვქონდა ქაღალდზე დაწერილი სტრატეგიული პარტნიორობა აშშ-სთან, გვინდა დავიწყოთ საუბარი სტრატეგიულ პარტნიორობაზე, რომელსაც ექნება რეალური შინაარსი და დღის წესრიგი, თავისი კონკრეტული გზამკვლევით

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.