Skip to content
08/07/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

საჯარო მოხელეების საპროტესტო მსვლელობა-პრაიდზე: ასობით ადამიანი გააპროტესტებს წლების განმავლობაში „თბილ” და მაღალანაზღაურებად თანამდებობაზე ყოფნას

მარშალ პრესი 09/12/2024
DAVID KARTVELISHVILI

„გაისმა ალტერნატიული კონტრ-აქციის ჩატარების აუცილებლობის მოწოდება, აქციაში მონაწილე საჯარო მოხელეების მხრიდან თავის დროზე „ჩაჩოჩებული”, სამსახურებიდან გაგდებული და დღემდე უმუშევრად დარჩენილი ყოფილი საჯარო მოხელეების მონაწილეობით,” – წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი და ამით 11 დეკემბერს დაგეგმილ საჯარო მოხელეების საპროტესტო მსვლელობა-პრაიდს ეხმიანება.

დავით ქართველიშვილი მოუწოდებს შესაბამისი უწყებების ხელმძღვანელებს – არ გამოეპაროთ არც ერთი გამოთავისუფლებული ვაკანსია.

„11 დეკემბერს, 20:00 საათზე დაანონსებულია საჯარო მოხელეების საპროტესტო მსვლელობა-პრაიდი სავარაუდოდ „თავისუფლების მოედნიდან” – „ელექტროდეპომდე”. ასობით ადამიანი გააპროტესტებს წლების განმავლობაში „თბილ” და მაღალანაზღაურებად თანამდებობაზე ყოფნას. გააპროტესტებენ საჯარო სექტორის ყველა სფეროში მოკალათებულ „ლატენტურ” ნაც-რეკომენდატორებთან ღია ურთიერთობების გაუმჟღავნებლობით გამოწვეულ ძლიერ სულიერ ტკივილს.

გაისმა ალტერნატიული კონტრ-აქციის ჩატარების აუცილებლობის მოწოდება, აქციაში მონაწილე საჯარო მოხელეების მხრიდან თავის დროზე „ჩაჩოჩებული”, სამსახურებიდან გაგდებული და დღემდე უმუშევრად დარჩენილი ყოფილი საჯარო მოხელეების მონაწილეობით. გამომდინარე იქიდან, რომ ამ უკანასკნელთა რაოდენობა ათობით ათასობით ჩვენს მოქალაქეს მოიცავს – კონტრ-აქციის მასშტაბურობის გათვალისწინებით, მიღებული იქნა გადაწყვეტილება ამ გამოთავისუფლებულ ასობით ვაკანსიებს ტელევიზორიდან ვადევნოთ თვალი.

P.S.: შესაბამისი უწყებების ხელმძღვანელებთან თხოვნა – არ გამოგეპაროთ არც ერთი გამოთავისუფლებული ვაკანსია! წინასწარ დიდი მადლობა,“ – წერს დავით ქართველიშვილი.

Continue Reading

Previous: ვინც პოლიტიკურ პარტიებთან გარიგებაში არ არიან, მაგრამ მაინც მიტინგზე დგანან, სასარგებლო იდიოტები არიან, ხალხის ეს მცირე მასა, თავისდაუნებურად, რევანშისტულ ძალებს ხელს უწყობენ, რომ საქართველო ხელში ჩაიგდონ და შემდეგ სხვა ქვეყნების დიდი პოლიტიკური მიზნებისთვის გასწირონ
Next: გრძელდება მიტინგები შინაარსის გარეშე – ირაკლი კობახიძე

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025