Skip to content
14/05/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

პოლიციელებს უწევთ, აიტანონ უმძიმესი ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობა, მათ უწოდებენ შავრაზმელებს, რუსულ ომონს, რაც უბრალოდ სამარცხვინოა, ესეც არის ორმაგი სტანდარტის გამოვლინება

მარშალ პრესი 08/12/2024
irakli kobakhidze

ვინმე თუ ამტკიცებს ევროპელობას რუსთაველის გამზირზე, ყველაზე მეტად სწორედ გმირი პოლიციელები არიან, მინდა, მათ მადლობა გადავუხადო მოთმინებისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, გმირი პოლიციელების წინააღმდეგ მიმართული უხეში და სისტემური ძალადობის და მათი შეურაცხყოფის დაგმობა.

„მინდა, შეგახსენოთ, თუ ვინმე ამტკიცებს ევროპელობას რუსთაველის გამზირზე, ყველაზე მეტად სწორედ ეს გმირი პოლიციელები არიან. მინდა, მათ მადლობა გადავუხადო მოთმინებისთვის. 10-ზე მეტ პოლიციელს დასჭირდა ქირურგიული ჩარევა.

ეს არის მარტო ისეთი შემთხვევები, სადაც საჭირო გახდა ქირურგიული ჩარევა. არის უამრავი დაზიანებები ფაქტი პოლიციელების მხარეს, არავითარი დაგმობა არ განხორციელებულა ასეთი ძალადობის მიმართ. პოლიციელებს უწევთ, აიტანონ უმძიმესი ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობა. კონკრეტული პოლიტიკური ძალები და მათ მედიასაშუალებები მათ უწოდებენ შავრაზმელებს, რუსულ ომონს და ა.შ. რაც უბრალოდ სამარცხვინოა, ესეც არის ორმაგი სტანდარტის გამოვლინება“, – განახცადა პრემიერ-მინისტრმა.

Post navigation

Previous: გუშინდელ ძალადობაზე საზოგადოებას ჰქონდა ძალიან სწორი და ჯანსაღი რეაქცია, ამისთვის მადლობას ვუხდი და მინდა, ყველას მოვუწოდო, ძალადობა დაგმონ ყველა მიმართულებით ვის მიმართაც არ უნდა ხორციელდებოდეს ეს ძალადობა
Next: რუსთაველზე შეკრებილი ადამიანები ვერ ბედავენ რიგგარეშე არჩევნების მოთხოვნას – თუ ამ მოთხოვნას დააყენებენ, გაირკვევა, რომ ისინი ყოფილან სინამდვილეში კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ მხარდამჭერები, ყველას რცხვენია, ერქვას “ნაცი”

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.