Skip to content
13/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

რუსთაველზე შეკრებილი ადამიანები ვერ ბედავენ რიგგარეშე არჩევნების მოთხოვნას – თუ ამ მოთხოვნას დააყენებენ, გაირკვევა, რომ ისინი ყოფილან სინამდვილეში კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ მხარდამჭერები, ყველას რცხვენია, ერქვას “ნაცი”

მარშალ პრესი 08/12/2024
irakli kobakhidze

რუსთაველზე შეკრებილი ადამიანები ვერ ბედავენ იმის მოთხოვნას, რომ დაინიშნოს რიგგარეშე არჩევნები. თუ ამ მოთხოვნას დააყენებენ, გაირკვევა, რომ ეს ადამიანები ყოფილან სინამდვილეში კონკრეტული პოლიტიკური ძალის, კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ მხარდამჭერები, რისი აღიარებაც მათ არ სურთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

პრემიერის თქმით, ყველას რცხვენია, ერქვას  კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ მხარდამჭერი.

„რუსთაველზე პროტესტის მონაწილეების რაოდენობა ყოველდღიურად იკლებს და შესაბამისად, საერთო რაოდენობის კლებასთან ერთად იკლებს ძალადობაც. ამის მთავარი მიზეზი არის ის, რომ პროტესტს მთლიანად გამოეცალა შინაარსი. ყველამ ძალიან კარგად გაიგო, რომ არავითარი ევროინტეგრაცია ხელისუფლებას არ შეუჩერებია და სინამდვილეში, რაც აწუხებთ ამ ადამიანებს, რუსთაველზე შეკრებილ 3000 თუ 4000 ადამიანს, ეს არის ის, რომ მათ წააგეს უკვე მეცხრედ არჩევნები, თუმცა შესაბამისი მოთხოვნების დაყენებას ისინი ვერ ბედავენ, ვერ ბედავენ იმის მოთხოვნას, რომ დაინიშნოს რიგგარეშე არჩევნები.

თუ ამ მოთხოვნას დააყენებენ, გაირკვევა, რომ ეს ადამიანები ყოფილან სინამდვილეში კონკრეტული პოლიტიკური ძალის, კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ მხარდამჭერები, რისი აღიარებაც მათ არ სურთ. ყველას რცხვენია, ერქვას „ნაცი“, კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ მხარდამჭერი. ჩვენ ხმა მოგვცა 1 120 000-ზე მეტმა ამომრჩეველმა და ამ ამომრჩეველს ხმას ვერავითარი აგრესიული უმცირესობა ვერ წაართმევს “, – განაცხადა პრემიერმა.

Post navigation

Previous: პოლიციელებს უწევთ, აიტანონ უმძიმესი ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობა, მათ უწოდებენ შავრაზმელებს, რუსულ ომონს, რაც უბრალოდ სამარცხვინოა, ესეც არის ორმაგი სტანდარტის გამოვლინება
Next: 10 დღეა რუსთაველის გამზირზე და მომდებარე ქუჩებზე ნიღბიანი მომიტინგეები დათარეშობენ, არბევენ ყველაფერს, რაც ხელში მოხვდებათ და თქვენ გაგიკვირდათ ნიღბიანი მოძალადეები? თუ ისე გქონდათ დადგმული, რომ კარგად იცით რა შედგები მოჰყვებოდა?

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.