Skip to content
04/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

შოთა უტიაშვილმა, რომლის იდეაც იყო 26 მაისს მშვიდობიანი აქციის უმოწყალო დარბევის შემდეგ ცხედრების ჯიხურებზე განთავსება, დღეს დააანონსა საახალწლო ნაძვის ხის დაწვა, მინდა, ყველას ვუთხრა „ნაცმოძრაობა“ ვერც არჩევანს წაართმევს ქართველ ხალხს და ვერ წაართმევს ვერც ახალ წელს

მარშალ პრესი 08/12/2024
irakli kobakhidze

მინდა, ყველას ვუთხრა, „ნაცმოძრაობა“ ვერც არჩევანს წაართმევს ქართველ ხალხს და ვერ წაართმევს ვერც ახალ წელს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, შოთა უტიაშვილმა, რომელიც თავის დროზე მუშაობდა მერაბიშვილის შსს-ში და რომლის იდეაც იყო  26 მაისს მშვიდობიანი აქციის უმოწყალო დარბევის შემდეგ ცხედრების ჯიხურებზე განთავსება, დღეს დააანონსა საახალწლო ნაძვის ხის დაწვა.

„იცით, რომ დღეს დილიდან რუსთაველზე დაიწყო საახალწლო ნაძვის ხის აწყობა. შოთა უტიაშვილმა, მინდა, შეგახსენოთ, ვინ არის შოტა უტიაშვილი – ეს არის ერთ-ერთი ზონდერი ჟურნალისტის ეკა კვესიტაძის მეუღლე, თავის დროზე ის მუშაობდა ვანო მერაბიშვილთან შინაგან საქმეთა სამინისტროში და მისი იდეა იყო 26 მაისს მშვიდობიანი აქციის უმოწყალო დარბევის შემდეგ ცხედრების ჯიხურებზე განთავსება.

მაშინ მოკლეს მერაბიშვილის და „ნაცმოძრაობის“ ზონდერებმა ოთხი ადამიანი. სწორედ უტიაშვილის იდეა იყო ამ ცხედრების ჯიხურებზე განთავსება და ამ ადამიანმა შოთა უტიაშვილმა დღეს დააანონსა ნაძვის ხის დაწვა. მინდა, ყველას ვუთხრა შემდეგი „ნაცმოძრაობა“ ვერც არჩევანს წაართმევს ქართველ ხალხს და ვერ წაართმევს ვერც ახალ წელს“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

Continue Reading

Previous: მივიღებთ კანონს, რომლითაც აიკრძალება შეკრებაზე შეკრების მონაწილეების მიერ, მათ შორის კონტრშეკრების მონაწილეების მიერ, სხვადასხვა საშუალებით სახის დაფარვა
Next: როდესაც კონკრეტული პოლიტიკოსები და ბიუროკრატები ერთმანეთს უთანაბრებენ ლგბტ პროპაგანდას და ევროინტეგრაციას, ეს არის უკიდურესად შემაშფოთებელი – ასეთი მიდგომები სერიოზულად ხელყოფს ქართულს საზოგადოებაში ევროპული სტრუქტურების რეპუტაციას

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025