Skip to content
13/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

როდესაც კონკრეტული პოლიტიკოსები და ბიუროკრატები ერთმანეთს უთანაბრებენ ლგბტ პროპაგანდას და ევროინტეგრაციას, ეს არის უკიდურესად შემაშფოთებელი – ასეთი მიდგომები სერიოზულად ხელყოფს ქართულს საზოგადოებაში ევროპული სტრუქტურების რეპუტაციას

მარშალ პრესი 08/12/2024
IRAKLI KOBAXIDZE2

 როდესაც კონკრეტული პოლიტიკოსები და ბიუროკრატები ერთმანეთს უთანაბრებენ ლგბტ პროპაგანდას და ევროინტეგრაციას, ეს არის უკიდურესად შემაშფოთებელი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

პრემიერის თქმით, ასეთი მიდგომები სერიოზულად ხელყოფს ქართულს საზოგადოებაში ევროპული სტრუქტურების რეპუტაციას.

 „სანქციებზე საუბარი ცოტა არასერიოზულია და დიდი ხანია არასერიოზული  ძალიან არასერიოზული სახე შეიძინა ამ ყველაფერმა. რაც შეეხება კანონს ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ – როდესაც კონკრეტული პოლიტიკოსები და ბიუროკრატები ერთმანეთს უთანაბრებენ ლგბტ პროპაგანდას და ევროინტეგრაციას, ეს არის უკიდურესად შემაშფოთებელი.

მინდა შეგახსენოთ, რას ითვალისწინებს ეს კანონი, ეს კანონი ითვალისწინებს იმას, რომ არ შეიძლება დაკანონდეს ერთსქესიანი არც ქორწინება და არც პარტნიორობა, არ შეიძლება ამას კანონის სახე მიეცეს. ითვალისწინებს იმას, რომ არ შეიძლება ქირურგიული ჩარევით საქართველოში სქესის შეცვლა. არ შეიძლება ვინმემ დაგაძალოთ, რომ მაინცდამაინც ნეიტრალური ტერმინოლოგია გამოიყენოთ სქესთან დაკავშირებით.

არ შეიძლება, კანონში განისაზღვროს ორის გარდა სხვა სქესთა ე.წ სპექტრი და ა.შ. ანუ, უმარტივესი კანონია, უმარტივეს თემებზეა ამ კანონში საუბარი. 20 წლის წინ ასეთ თემებზე რომ ვიღაცას დაეწყო საუბარი, ალბათ გაუკვირდებოდათ. თუმცა, დღეს სხვა რეალობასთან გვაქვს საქმე – დღეს გვეუბნებიან, რომ ქალის და კაცის გარდა აუცილებლად კანონში უნდა გვეწეროს ბევრი სხვა სქესი. ეს უბრალოდ გაუგონარი რამეა. უფრო მეტიც, ვიღაცები გვეუბნებიან, რომ ეს და ევროინტეგრაცია არის ერთი და იგივე.

არ არის ეს სწორი მიდგომა. ასეთი მიდგომები სერიოზულად ხელყოფს ქართულს საზოგადოებაში ევროპული სტრუქტურების რეპუტაციას“, – განაცხადა პრემიერმა.

Post navigation

Previous: შოთა უტიაშვილმა, რომლის იდეაც იყო 26 მაისს მშვიდობიანი აქციის უმოწყალო დარბევის შემდეგ ცხედრების ჯიხურებზე განთავსება, დღეს დააანონსა საახალწლო ნაძვის ხის დაწვა, მინდა, ყველას ვუთხრა „ნაცმოძრაობა“ ვერც არჩევანს წაართმევს ქართველ ხალხს და ვერ წაართმევს ვერც ახალ წელს
Next: მინდა შეგახსენოთ ძალადობა, რომელიც განხორციელდა „პოსტვ“-ის და „იმედის“ ჟურნალისტების, ასევე საზოგადოებრივი მაუწყებლის ოპერატორზე, ვინც ეს წინა ძალადობები არ დაგმო, იმისგან გუშინდელი ძალადობის დაგმობას მაინცდამაინც დიდი ფასი არ აქვს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.