Skip to content
28/05/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ორი მილიონის პიროტექნიკა სულ პოლიციელების სახეზე და სხეულზე დაიცალა, მშვიდობიანი აქციაა, მაინც ამბობენ, ეს არის თავხედობა

მარშალ პრესი 07/12/2024
mamuka mdinaradze

რამდენიმე წლის წინ შეიძლებოდა გვეთქვა, რომ „მოლოტოვის კოქტეილი“ ქართულ აქციებზე არასდროს არავის უსვრია, ახლა შეგვაჩვიეს ნელ-ნელა, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.

მისივე თქმით, მშვიდობიან აქციას ეძახიან იმ აქციებს, სადაც „მოლოტოვის კოქტეილებს“ ისვრიან, სადაც ფეიერვერკებს, ცეცხლს სახეში ესვრიან.

„ორი მილიონით მეტი იყო ნოემბერში გაყიდული. ეს პიროტექნიკა სულ პოლიციელების სახეზე და სხეულზე დაიცალა, ორი მილიონის. მშვიდობიანი აქციაა, მაინც ამბობენ, ეს არის თავხედობა რასაც ჰქვია და არ გაუტარებს ამ თავხედობას სახელმწიფო არავის. ისე კი არა, მათ სტილში, უბრალოდ კანონის ჩარჩოებში. კანონის ჩარჩოებში არ გაუტარებს სახელმწიფო და სახელმწიფო იდგება მყარად, ევროპულ გზაზე“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

Post navigation

Previous: გაუქმდეს კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და საკანონმდებლო პაკეტი „ოჯახური ფასეულობებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“, შევიდეს ცვლილებები ადამიანის უფლებათა ეროვნულ სტრატეგიაში – ევროკომისიის ანგარიში
Next: ჩავიდა ახლა ეს მავნებელი ქალი საფრანგეთში, იქნებ აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი, რაიმე სახის დეზინფორმაციით შეცდომაში შევიყვანოო-გამორიცხული თემაა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.