Skip to content
25/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

გაუქმდეს კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და საკანონმდებლო პაკეტი „ოჯახური ფასეულობებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“, შევიდეს ცვლილებები ადამიანის უფლებათა ეროვნულ სტრატეგიაში – ევროკომისიის ანგარიში

მარშალ პრესი 07/12/2024
evrokomisia

გაუქმდეს კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და საკანონმდებლო პაკეტი „ოჯახური ფასეულობებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ და შევიდეს ცვლილებები ადამიანის უფლებათა ეროვნულ სტრატეგიაში, – აღიშნულია ანგარიშში, რომელსაც ევროკომისია „ვიზალიბერალიზაციის შესახებ“ აქვეყნებს.

ანგარიში ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის მქონე ქვეყნების, მათ შორის, საქართველოს მიერ ვიზალიბერალიზაციის პირობების შესრულების შეფასებას მოიცავს და საქართველოსთან დაკავშირებით რამდენიმე რეკომენდაციას შეიცავს.

„თავიდან უნდა იქნეს აცილებული და გაუქმებული ნებისმიერი კანონმდებლობა, რომელიც შეიძლება, ზღუდავდეს ფუნდამენტურ უფლებებსა და თავისუფლებებს, ეწინააღმდეგებოდეს დისკრიმინაციის დაუშვებლობის პრინციპს და ეწინააღმდეგებოდეს შესაბამის ევროპულ და საერთაშორისო სტანდარტებს; კერძოდ, გაუქმდეს კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და საკანონმდებლო პაკეტი „ოჯახური ფასეულობებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ და შევიდეს ცვლილებები ადამიანის უფლებათა ეროვნულ სტრატეგიაში და სამოქმედო გეგმაში, რათა უზრუნველყოფილი იყოს ლგბტიქ პირთა უფლებების სრულად დაცვა“, – აღნიშნულია ანგარიშში.

Post navigation

Previous: ვინაიდან არც პრეცედენტი ყოფილა და პრეცედენტი რომ ყოფილიყო, სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, ესე იგი ვიზალიბერალიზაციის შეჩერება არის გამორიცხული
Next: ორი მილიონის პიროტექნიკა სულ პოლიციელების სახეზე და სხეულზე დაიცალა, მშვიდობიანი აქციაა, მაინც ამბობენ, ეს არის თავხედობა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.