Skip to content
05/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

საბოლოოდ, ყველა დარწმუნდა, რომ ქართული სახელმწიფო არის ძლიერი – ირაკლი კობახიძე

მარშალ პრესი 06/12/2024
irakli kobakhidze

ყველა საბოლოოდ დარწმუნდა, რომ ქართული სახელმწიფო არის ძლიერი, როგორც არასდროს და ვერავითარი შანტაჟით ვერავინ შეარყევს ჩვენი სახელმწიფოს სიმტკიცეს, -ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

პრემიერის თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლებმა მოაწყვეს ომის იმიტაციის მცდელობა  ქალაქის ქუჩებში, თუმცა ეს ომის იმიტაცია დასრულდა წარუმატებლად და ჩავარდა „ნაცმაიდნის“ მოწყობის მორიგი მცდელობა საქართველოში.

„მინდა კიდევ ერთხელ შევაჯამო გასული ერთი კვირის განმავლობაში განვითარებული მოვლენები. ყველა საბოლოოდ დარწმუნდა, რომ ქართული სახელმწიფო არის ძლიერი, როგორც არასდროს და ვერავითარი შანტაჟით ვერავინ შეარყევს ჩვენი სახელმწიფოს სიმტკიცეს.

რადიკალურ ოპოზიციას ჰქონდა საქართველოში „ნაცმაიდნის“ მოწყობის მცდელობა. უფრო მეტიც, მათ მოაწყვეს ომის იმიტაციის მცდელობა ჩვენი ქალაქის ქუჩებში, თუმცა ნახეთ, რომ ეს ომის იმიტაცია დასრულდა წარუმატებლად და ჩავარდა „ნაცმაიდნის“ მოწყობის მორიგი მცდელობა საქართველოში.

გასული ოთხი წლის განმავლობაში ჩვენს ქვეყანაში იყო მაიდნის მოწყობის ოთხი მცდელობა, თუმცა ამ ოთხივე მცდელობას სახელმწიფომ წარმატებით უპასუხა“, – განაცხადა პრემიერმა.

Post navigation

Previous: მადლობა მინდა გადავუხადო შსს-ს, პირადად მინისტრს, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტს, თითოეულ პოლიციელს, მათი დამსახურებაა ის, რომ სახელმწიფომ პროპორციულად და სათანადოდ უპასუხა „მაიდნის“ მორიგ მცდელობას
Next: როგორც კი მოვშალეთ ძალადობის კერა და შევედით პარტიულ ოფისებში, მაშინვე შეწყდა ძალადობა დედაქალაქის ქუჩებში, ჩვენ 5 დღეში გავანეიტრალეთ მომიტინგეების ძალადობის რესურსი, სამინისტროს რეაგირების რესურსი რევოლუციის მცდელობებზე არის ამოუწურავი

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.