Skip to content
05/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

როგორც კი მოვშალეთ ძალადობის კერა და შევედით პარტიულ ოფისებში, მაშინვე შეწყდა ძალადობა დედაქალაქის ქუჩებში, ჩვენ 5 დღეში გავანეიტრალეთ მომიტინგეების ძალადობის რესურსი, სამინისტროს რეაგირების რესურსი რევოლუციის მცდელობებზე არის ამოუწურავი

მარშალ პრესი 06/12/2024
irakli kobakhidze

როგორც კი ჩვენ მოვშალეთ ძალადობის კერა, როგორც კი შევედით პარტიულ ოფისებში, მაშინვე შეწყდა ძალადობა დედაქალაქის ქუჩებში, – ამის შესახებ პრემიერმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ირაკლი კობახიძის თქმით, ხელისუფლებამ 5 დღეში გაანეიტრალა მომიტინგეების ძალადობის რესურსი, ხოლო რაც შეეხება სამინისტროს რეაგირების რესურსს რევოლუციის მცდელობებზე, ეს რესურსი არის ამოუწურავი.

„როდესაც არ იყო ძალადობა, არ იყო არც შინაგან საქმეთა სამინისტროს რეაქცია. ჩვენ 5 დღეში გავანეიტრალეთ მომიტინგეების ძალადობის რესურსი.

რაც შეეხება შსს-ს რესურსს, სამინისტროს რეაგირების რესურსი რევოლუციის მცდელობებზე არის ამოუწურავი, ხაზგასმით მინდა აღვნიშნო. შსს-ს რეაგირების რესურსი არის სრულიად ამოუწურავი.

ჩვენ შარშანდელი წლის შემდეგ სერიოზულად გავაძლიერეთ მათ შორის ამ მიმართულებით შსს-ს რესურსები და ვერავინ, ვერავითარი შანტაჟით, ვერავითარი პროვოკაციებით ვერავინ შეძლებს ჩვენი სახელმწიფოს სიმტკიცის შერყევას,“- განაცხადა პრემიერმა.

Post navigation

Previous: საბოლოოდ, ყველა დარწმუნდა, რომ ქართული სახელმწიფო არის ძლიერი – ირაკლი კობახიძე
Next: რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებმა იკადრეს ყველაფერი, უკადრებელი, ისინი შეეხნენ ადამიანების ღირსებას, ძალადობდნენ ყველა თვალსაზრისით, როგორც ფიზიკური, ასევე ფსიქოლოგიური თვალსაზრისით ადამიანებზე, როგორც პოლიციელებზე, ასევე არაპოლიციელებზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.