Skip to content
07/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

თუ ვინმეს რაიმესი უნდა ეშინოდეს და რომელიმე სია შეიძლება იყოს ვინმესთვის საფრთხის შემცველი, ეს არის რადიკალური ოპოზიციის და ლიბერალური ფაშიზმის მიმდევრების სია – მათ მართლა უნდა ეშინოდეთ რაღაც-რაღაცების, იმიტომ, რომ ჩვენ უმოქმედოდ დარჩენას არ ვაპირებთ

მარშალ პრესი 06/12/2024
irakli kobakhidze

თუ ვინმეს რაიმესი უნდა ეშინოდეს და რომელიმე სია შეიძლება იყოს ვინმესთვის საფრთხის შემცველი, ეს არის რადიკალური ოპოზიციის სია და ლიბერალური ფაშიზმის მიმდევრების სია. მათ მართლა უნდა ეშინოდეთ რაღაც-რაღაცების, იმიტომ, რომ ჩვენ უმოქმედოდ დარჩენას არ ვაპირებთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

პრემიერის თქმით, ხელისუფლება გააკეთებს ყველაფერს, რომ ქვეყანაში საბოლოოდ აღმოიფხვრას ლიბერალური ფაშიზმი.

„ესეც არის ლიბერალური ფაშიზმი და ამ ყველაფრის გაგრძელება. ასეთი სიები წარსულშიც კეთდებოდა, თუმცა თქვენ ხედავთ, რომ ამ სიებმა ვერავითარ მიზანს ვერ მიაღწია. საბოლოო ჯამში, ყველამ იცის ყველაფერი.

თუ ვინმეს რაიმესი უნდა ეშინოდეს და რომელიმე სია შეიძლება იყოს ვინმესთვის საფრთხის შემცველი, ეს არის რადიკალური ოპოზიციის სია და ლიბერალური ფაშიზმის მიმდევრების სია. მათ მართლა უნდა ეშინოდეთ რაღაც-რაღაცების, იმიტომ, რომ ჩვენ უმოქმედოდ დარჩენას არ ვაპირებთ. ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რომ ჩვენს ქვეყანაში საბოლოოდ აღმოიფხვრას ლიბერალური ფაშიზმი და ამას სჭირდება რა თქმა უნდა, მოქმედება. ამიტომ, ასეთ ადამიანებს, ვინც სწორედ ამ სიებს აკეთებს, ყველაზე მეტად უნდა ეშინოდეთ, – განაცხადა პრემიერმა.

Post navigation

Previous: ჩვენ ღირსებით შევინარჩუნეთ მშვიდობა, ღირსებით გავზარდეთ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა 40 მილიარდით, ღირსებით და ჯიუტი ბრძოლით მივიღეთ კანდიდატის სტატუსი ჩვენი ქვეყნისთვის, ასეთივე ღირსებით განვაგრძობთ ზრუნვას ჩვენი ქვეყნის განვითარებაზე და საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციაზე
Next: ყველაფერი იქნება ძალიან კარგად, მთავარია, რომ ყველამ უნდა აღიაროს და გააცნობიეროს ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესები, დემოკრატიული სისტემა, დემოკრატიული არჩევნები და ხელოვნურად არავინ უნდა შეეცადოს ამ ქვეყანაში არეულობის შემოტანას

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.