Skip to content
08/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ყველაფერი იქნება ძალიან კარგად, მთავარია, რომ ყველამ უნდა აღიაროს და გააცნობიეროს ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესები, დემოკრატიული სისტემა, დემოკრატიული არჩევნები და ხელოვნურად არავინ უნდა შეეცადოს ამ ქვეყანაში არეულობის შემოტანას

მარშალ პრესი 06/12/2024
irakli kobakhidze

ყველაფერი იქნება ძალიან კარგად, მთავარი არის ის, რომ ყველამ უნდა აღიაროს და გააცნობიეროს ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესები. ყველამ უნდა აღიაროს ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული სისტემა, ჩვენი დემოკრატიული არჩევნები და ხელოვნურად არავინ უნდა შეეცადოს ამ ქვეყანაში არეულობის შემოტანას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

პრემიერის თქმით, როგორი შანტაჟის და ზეწოლის ქვეშაც არ უნდა იყოს ჩვენი ქვეყანა, ხელისუფლება იზრუნებს ქვეყნის წარმატებით განვითარებაზე.

„ყველაფერი იქნება ძალიან კარგად, პოლიტიკური და ეკონომიკური პროცესები გრძელდება, ყველაფერი დასტაბილურდა უკვე არსებითად.

მთავარი არის ის, რომ ყველამ უნდა აღიაროს და გააცნობიეროს ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესები. ყველამ უნდა აღიაროს ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული სისტემა, ჩვენი დემოკრატიული არჩევნები და ხელოვნურად არავინ უნდა შეეცადოს ამ ქვეყანაში არეულობის შემოტანას.

როგორი შანტაჟის და ზეწოლის ქვეშაც არ უნდა იყოს ჩვენი ქვეყანა, ჩვენ ვიზრუნებთ ჩვენი ქვეყნის წარმატებით განვითარებაზე. 4 წლის განმავლობაში იყო სერიოზული ზეწოლა, უსამართლობა ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ, მაგრამ ამ ყველაფრის მიუხედავად ჩვენ ბოლომდე დავიცავით ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესები. როგორიც არ უნდა იყოს ზეწოლა, უსამართლობა, ჩვენ წარმატებით განვაგრძობთ ზრუნვას ჩვენი ქვეყნის დაცვასა და რეალიზებაზე“, – განაცხადა პრემიერმა.

Post navigation

Previous: თუ ვინმეს რაიმესი უნდა ეშინოდეს და რომელიმე სია შეიძლება იყოს ვინმესთვის საფრთხის შემცველი, ეს არის რადიკალური ოპოზიციის და ლიბერალური ფაშიზმის მიმდევრების სია – მათ მართლა უნდა ეშინოდეთ რაღაც-რაღაცების, იმიტომ, რომ ჩვენ უმოქმედოდ დარჩენას არ ვაპირებთ
Next: სალომე ზურაბიშვილს ნათქვამი აქვს, რომ როდესაც ოპოზიცია უარს ამბობს მანდატებზე, ამით უარყოფს დემოკრატიის პრინციპს და საკუთარი ამომრჩევლის არჩევანს და ახლა თავად მოუწოდებს იმავე ოპოზიციას, არ ისარგებლონ მანდატებით, ეს იმის მანიშნებელია, როგორ ხელყოფენ აგენტების ღირსებას პატრონები

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.