Skip to content
31/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • სამართალი

პოლიციამ ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის ფაქტებზე აქციის მონაწილე 3 პირი დააკავა

მარშალ პრესი 06/12/2024
Capture

პოლიციამ ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში
მონაწილეობის ფაქტებზე 3 პირი დააკავა.

ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს:

“შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის
დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და
საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების,
ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის ფაქტებზე 3 პირი დააკავეს.

ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და ხელმძღვანელობის ბრალდებით დაკავებულია 2004 წელს დაბადებული ლ.ჯ., ხოლო 1971 წელს დაბადებული გ.ტ. -ს და 1998 წელს დაბადებული რ.კ., -ს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა ედებათ ბრალად.

დანაშაულები 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ ბრალდებულები
რუსთაველის გამზირზე, მიმდინარე აქციების დროს ჯგუფურად ახორციელებდნენ
ძალადობრივ ქმედებებს, წინააღმდეგობას უწევდნენ და არ ემორჩილებოდნენ
ადგილზე მართლწესრიგის დაცვის მიზნით მყოფ სამართალდამცველებს და მათი
მიმართულებით სხვადასხვა საგანს ისვროდნენ.

ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 225 -ე მუხლის 1-ელი და მე-2
ნაწილებით მიმდინარეობს.

რუსთაველის გამზირზე, აქციების მიმდინარეობისას ჯგუფური ძალადობის
ორგანიზების, ხელმძღვანელობის ან მასში მონაწილეობის, ძალადობრივი
ქმედებისაკენ საჯაროდ მოწოდების, ასევე, აფეთქების მომზადების, პოლიციაზე
თავდასხმისა და ნივთის დაზიანების ფაქტებზე, გამოძიება სისხლის სამართლის
კოდექსის 225-ე, 239-ე პრიმა, 187-ე, 353-ე პრიმა და 18-229-ე პრიმა
მუხლებით მიმდინარეობს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ, გამოძიების ფარგლებში ამ
დროისთვის დაკავებულია 26 პირი.”- ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.

Post navigation

Previous: ახლა ჩვენ უნდა ვიყოთ აგრესიულები – ვანო ნადირაძე აქციის მონაწილეებს
Next: ქართველ ხალხს ხელი ჰკრეს, უარი უთხრეს კანდიდატის სტატუსზე, იგივე გრძელდება მოლაპარაკებების გახსნაზე, თან იმ პირობებში, როდესაც ევროპაში ერთ-ერთ ყველაზე კორუმპირებულ მოლდოვას გახსნილი აქვს მოლაპარაკებები, როგორც კი გახსნიან, იქვე ხელს ვაწერთ

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.