Skip to content
31/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ახლა ჩვენ უნდა ვიყოთ აგრესიულები – ვანო ნადირაძე აქციის მონაწილეებს

მარშალ პრესი 06/12/2024
vano nadiradze

ზუსტად ახლა სჭირდება ბოლო და მაქსიმალური შეტევები, რათა მათი დასასრული სისრულეში იქნას მოყვანილი, – ასე მიმართავს უკრაინაში მებრძოლი ვანო ნადირაძე, რადიკალური ოპოზიციის აქციის მონაწილეებს სოციალური ქსელის მეშვეობით.

ნადირაძის მოსაზრებით, „შერბილებულ ქცევას” საპოლიციო ძალების მხრიდან, პროტესტის მონაწილეები არ უნდა აჰყვნენ და პირიქით, მეტი რადიკალიზმისკენ მოუწოდებს მათ.

„როგორც ვატყობ, რუსეთისგან მათ ახალი რეკომენდაციები აქვთ. დარბევები შეაჩერონ და გადავიდნენ ოპერატიულ მუშაობაზე აგენტურის მეშვეობით რომ ჩვენ შიგნით გამოიწვიონ რღვევა. ამიტომ ქუჩამ არ უნდა მიიძინოს , იმ ფონზე რომ არ გარბევენ. პირიქით ახლა უფრო მეტი აქტიურობაა საჭირო ქუჩაში, მეტი რადიკალიზმი, განსაკუთრებით ახლა როცა თვითონ შსს აქვთ არა სახარბიელო სიტუაცია. ზუსტად ახლა სჭირდება ბოლო და მაქსიმალური შეტევები რათა მათი დასასრული სისრულეში იქნას მოყვანილი. არ აჰყვეთ მათ თამაშს , მათ “ვითომ” შერბილებულ ქცევას, ეს არის დროებითი,მოჩვენებით მათი ქცევა , სანამ ისევ სულს გამოითხოვენ. აქამდე ისინი იყვნენ აგრესიულები ახლა ჩვენ უნდა ვიყოთ. ნუ აჰყვებით მათ თამაშს!!!!”, – წერს ნადირაძე სოციალურ ქსელში.

Post navigation

Previous: როგორც კი პარტიების და მათი მოკავშირე ენჯეოების ოფისებიდან ამოიღეს ძალადობისთვის განკუთვნილი საგნები, როგორც კი დააკავეს ძალადობის ორგანიზატორები, აქცია იმ წამსვე მშვიდობიანი გახდა
Next: პოლიციამ ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის ფაქტებზე აქციის მონაწილე 3 პირი დააკავა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.