Skip to content
30/05/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

მოქალაქეები ევროკავშირს პეტიციით მიმართავენ

მარშალ პრესი 06/12/2024
peticia xelmowera

არანაირი გადახვევა ქვეყნის ევროპული გზიდან არ მომხდარა და მთავრობა, რომელიც მოსახლეობის უმრავლესობამ აირჩია მზად არის გახსნას მოლაპარაკებები ევროპასთან, – საქართველოს მოქალაქეები ევროკავშირს პეტიციით მიმართავენ. პეტიციაში საუბარია ქვეყანაში ბოლო დროს განვითარებულ პროცესებზე. მოქალაქეებიის მოთხოვნაა, ევროკავშირმა საქართველოს გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები გახსნას.

„ჩვენ, კეთილდღეობის მოსურნე საზოგადოება ხმამაღლა ვაფიქსირებთ, რომ ვგმობთ ყველანაირ ძალადობას, ყველა მხრიდან. გვინდა გავაგებინოთ საზოგადოებას, რომ ჩვენთვის, საზოგადოების უმრავლესი ნაწილისთვის, წარმოუდგენელია ის ყველაფერი რაც ბოლო დღეებია ხდება ჩვენს ქვეყანაში. ასეთი ზიზღი, ბულინგი, თავდასხმა და ერთმანეთის ვერ ატანა – არ ახსოვს საქართველოს. ჩვენ უნდა შევძლოთ ამ ყველაფერზე მაღლა დადგომა – ერთმანეთისთვის, ჩვენი მომავლისთვის, ჩვენი სამშობლოსთვის. კიდევ ერთხელ, ხაზგასმით ვაფიქსირებთ, რომ ვგმობთ და ვემიჯნებით ძალადობას ყველა მხრიდან, როგორც ფიზიკურს ისე ფსიქოლოგიურს – დაუშვებელია ქართველი- ქართველს ასე ექცეოდეს, დაუშვებელია ამ გზით გვინდოდეს ევროპული მომავლის შენება!

ჩვენ უნდა გავხდეთ მაგალითები ჩვენი შვილებისთვის, რომ ზიზღით და ურთიერთდაპირისპირებით, მომავალი ვერ აშენდება და ამით მხოლოდ მტერს ვახარებთ. ამიტომ გამოვდივართ ინიციატივით, გავერთიანდეთ, შევიკრიბოთ და მთელს მსოფლიოს ვაჩვენოთ, რომ ჩვენ ერთად ვდგავართ ჩვენი შვილების, შვილიშვილების ევროპული მომავლისთვის, ყოველგვარი ძალადობისა და დაპირისპირების გარეშე. პროცესებმა ნათლად აჩვენა, რომ არანაირი გადახვევა ქვეყნის ევროპული გზიდან არ მომხდარა და მთავრობა, რომელიც მოსახლეობის უმრავლესობამ აირჩია მზად არის ხელი მოაწეროს და გახსნას მოლაპარაკებები ევროპასთან, რასაც ცხადყოფს მათი განცხადებები და ქმედებები. ჩვენ, მზად ვართ დავიცვათ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტი და კონსტიტუციური უფლება იმისთვის, რომ დავიცვათ მოსახლეობის უმრავლესობის არჩევანი, რომელსაც სურს საქართველოს ევროინტეგრაცია და ქვეყნის ურყევი, მშვიდობიანი განვითარება. შესაბამისად, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა, რომელმაც ჩვენი არჩევანი 26 ოქტომბერს მკაფიოდ დავაფიქსირეთ, ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობისა და მშვიდობიანი განვითარების უზრუნველსაყოფად – მივმართავთ ევროკავშირს – გახსენით მოლაპარაკებები. გახსენით, ვაწერთ“, – ნათქვამია პეტიციის ტექსტში.

Post navigation

Previous: ძალიან ცუდად მენიშნა აქციაზე გაურკვეველი ჯგუფების გამოჩენა, რომლებიც “ალლაჰუ აკბარ”-ს სკანდირებენ, ოპოზიციამ დიდი ხანია გაყიდა ქვეყანა და რადიკალურ ძალებს იყენებენ ქვეყნის მაიდანიზაციისათვის, რელიგიური შინაარსის მოწოდებები ქუჩაში მიმდინარე პროცესებს კიდევ უფრო გაამწვავებს
Next: 30 წლის მანძილზე აშშ-ს ქრონიკული შეცდომა საქართველოში ის გახლავთ, რომ „ქართველ ხალხად“ მიიჩნევთ ჩვენი საზოგადოების მხოლოდ თქვენთვის სასურველ ნაწილს და თქვენს საგრანტო კმაყოფაზე მყოფთ

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.