Skip to content
07/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

30 წლის მანძილზე აშშ-ს ქრონიკული შეცდომა საქართველოში ის გახლავთ, რომ „ქართველ ხალხად“ მიიჩნევთ ჩვენი საზოგადოების მხოლოდ თქვენთვის სასურველ ნაწილს და თქვენს საგრანტო კმაყოფაზე მყოფთ

მარშალ პრესი 06/12/2024
zaal anjaparidze

„ჩვენი ერთგულება ქართველი ხალხის მიმართ…..“ 30 წლის მანძილზე აშშ-ს ქრონიკული შეცდომა საქართველოში ის გახლავთ, რომ „ქართველ ხალხად“ მიიჩნევთ ჩვენი საზოგადოების მხოლოდ თქვენთვის სასურველ ნაწილს და თქვენს საგრანტო კმაყოფაზე მყოფთ,- ასე ეხმიანება ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე აშშ-ს საელჩოს მიერ ბოლო დროს გამოქვეყნებულ „ქარდებს“.

ანჯაფარიძის თქმით, აშშ-ს საელჩოს არ სურს გაიგოს, რომ მათი სასურველი ნაწილი მხოლოდ ქართველი ხალხის უმცირესობას შეადგენენ და სწორედ აშშ-ს მხარდაჭერით, ფინანსებით გათავხედებული პასიონარული უმცირესობა ცდილობს საკუთარი დღის წესრიგი მოახვიოს თავს უმრავლესობას.

„მოდით გავარჩიოთ ბოლო დროს პოლიტიკურ მოდაში შემოსული აშშ-ს საელჩოს ე.წ „ქარდები.“ აი თუნდაც ეს ბოლო “ქარდი”.

დავიწყოთ თავიდან: რის თქმა უნდათ იმით, რომ „#ყველაფერი გასაგებია“? გარკვევით არ ამბობენ. თუმცა მათი ოფიციალური პირების განცხადებებიდან და ქმედებებიდან კარგად ჩანს, რომ #ვერაფერიც ვერ გაიგეს. ამის დასტურია, თუნდაც მათი მხარდაჭერილი „ფერადი რევოლუციის“ სამი მცდელობის ჩაფლავება აქ.

„ჩვენი ერთგულება ქართველი ხალხის მიმართ…..“ 30 წლის მანძილზე აშშ-ს ქრონიკული შეცდომა საქართველოში ის გახლავთ, რომ „ქართველ ხალხად“ მიიჩნევთ ჩვენი საზოგადოების მხოლოდ თქვენთვის სასურველ ნაწილს და თქვენს საგრანტო კმაყოფაზე მყოფთ.

არ გსურთ გაიგოთ, ან იცით მაგრამ ჯიუტად არ აღიარებთ, რომ ისინი ქართველი ხალხის უმცირესობას შეადგენენ. სწორედ ამ თქვენი მხარდაჭერით და ფინანსებით გათავხედებული ეს პასიონარული უმცირესობა ცდილობს საკუთარი დღის წესრიგი მოახვიოს თავს უმრავლესობას.

არ გამოვა ასე! და რაც უფრო მალე დარწმუნდებიან ამაში, აშშ-ში, მით უფრო მეტად და სწრაფად გაჯანსაღდება ქართულ-ამერიკული ურთიერთობები, თუკი იქ ეს გულწრფელად სურთ, რა თქმა უნდა. თუმცა, მეეჭვება,“- წერს ზაალ ანჯაფარიძე.

Post navigation

Previous: მოქალაქეები ევროკავშირს პეტიციით მიმართავენ
Next: როგორც კი პარტიების და მათი მოკავშირე ენჯეოების ოფისებიდან ამოიღეს ძალადობისთვის განკუთვნილი საგნები, როგორც კი დააკავეს ძალადობის ორგანიზატორები, აქცია იმ წამსვე მშვიდობიანი გახდა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.