Skip to content
12/12/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

„ C ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამა გრძელდება ზუსტად იმავე ფორმატითა და შინაარსით, როგორც ამ დრომდე იყო“

მარშალ პრესი 02/12/2024
sarjveladze10

ჯანდაცვის მინისტრი C ჰეპატიტის სახელმწიფო პროგრამის შეწყვეტასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა – მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, პროგრამა ჩვეულებრივ ფორმატში გაგრძელდება და მისი შეჩერების შესახებ ინფორმაციის გავრცელება საფუძველს მოკლებულია.

„უკანასკნელი რამდენიმე დღის განმავლობაში, სოციალური ქსელების მეშვეობით, ვრცელდება ინფორმაცია, რომელიც ერთმნიშვნელოვნად მოკლებულია ყოველგვარ რეალობასა და საფუძველს. როგორც ჩანს, ის მიზნად ისახავს გარკვეული შიშებისა და პანიკის დათესვას, საზოგადოებაში, მიმდინარე, ჯანდაცვის პროგრამებთან დაკავშირებით.

მათ შორის, მინდა, განსაკუთრებით გამოვყო გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს, C ჰეპატიტის სახელმწიფო პროგრამა შეიძლება, შეწყდეს. ასეთი განცხადებების გავრცელების, ან შიშის არავითარი მიზეზი, ობიექტურად, არავის გააჩნია. ეს პროგრამა გრძელდება, გრძელდება ზუსტად იმავე ფორმატითა და შინაარსით, როგორც ამ დრომდე იყო. გაუმჯობესება და განვითარება თუ ექნება, თორემ, შემცირებით, ან რაიმეს გამოკლებით, არაფერი იგეგმება.

აქედან გამომდინარე, მინდა, საზოგადოება იყოს მშვიდად და არ აყვეს ასეთი ტიპის ინფორმაციებს, რომლებიც, როგორც ჩანს, ემსახურება ერთადერთ მზიანს – ცრუ პანიკა გამოიწვიოს საზოგადოებაში“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

Post navigation

Previous: კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ ღიად დაუპირისპირდა საქართველოს კონსტიტუციურ წყობილებას, რაც იძლევა პირდაპირ პოლიტიკური პარტიის არაკონსტიტუციურად გამოცხადების საფუძველს
Next: საქართველო არის სახელმწიფო, ძლიერი ინსტიტუტებით, ძლიერი სამართალდამცავი სტრუქტურებით, ნებისმიერი მცდელობა, ავანტიურისტებმა და რევანშისტებმა მოაწყონ რაიმე ტიპის რევოლუცია, წარუმატებლობისთვის არის განწირული

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.