Skip to content
14/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ ღიად დაუპირისპირდა საქართველოს კონსტიტუციურ წყობილებას, რაც იძლევა პირდაპირ პოლიტიკური პარტიის არაკონსტიტუციურად გამოცხადების საფუძველს

მარშალ პრესი 02/12/2024
irakli kobakhidze

კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ ამ დღეებში ღიად დაუპირისპირდა საქართველოს კონსტიტუციურ წყობილებას, რაც იძლევა პირდაპირ პოლიტიკური პარტიის არაკონსტიტუციურად გამოცხადების საფუძველს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ არის თვითლიკვიდაციის რეჟიმში.

„ჩვენ ვსაუბრობდით არჩევნების წინ პოლიტიკური პარტიების შესაძლო არაკონსტიტუციურად გამოცხადებაზე, ამას ვუკავშირებდით ჩვენ საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღებას, თუმცა ისე მიჰყავთ პროცესები ამ ადამიანებს, რომ შეიძლება, საკონსტიტუციო უმრავლესობის გარეშეც მოხდეს ასეთი პროცესის ინიცირება. ისინი ღიად დაუპირისპირდნენ ამ დღეებში მათ შორის, საქართველოს კონსტიტუციურ წყობილებას, რაც იძლევა პირდაპირ პოლიტიკური პარტიის არაკონსტიტუციურად გამოცხადების საფუძველს. დანარჩენ დაველოდოთ, როგორ გაგრძელდება პროცესები, ყველაფერი არის ჩვენს ხელში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Post navigation

Previous: მოლაპარაკებების გახსნა არ შეიძლება გამუდმებით გამოიყენებოდეს, როგორც შანტაჟის ინსტრუმენტი – დადონ მაგიდაზე, ვაწერთ ხელს, მაგრამ კიდევ ერთხელ – საქმე შანტაჟის ნაცვლად
Next: „ C ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამა გრძელდება ზუსტად იმავე ფორმატითა და შინაარსით, როგორც ამ დრომდე იყო“

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.