Skip to content
30/09/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

სტრატეგიული პარტნიორობა ამერიკისათვის საქართველოს მიმართ ასეთია: სავაჭრო ურთიერთობები – არა! უვიზო რეჟიმი – არა! პირდაპირი ფრენები – არა! – მაშინ რა შეჩერდა? არც არაფერი!

მარშალ პრესი 02/12/2024
tamta megrelishvili

სტრატეგიული პარტნიორობა ამერიკისათვის საქართველოს მიმართ ასეთია: სავაჭრო ურთიერთობები – არა! უვიზო რეჟიმი – არა! პირდაპირი ფრენები – არა! 30 წლის მანძილზე მხოლოდ 6 მილიარდი საიდანაც თანხის 90% -ით საკუთარი NGO – ები კვებეს და აგენტურა გამოზარდეს, მათ შორის ისინი ვინც ახლა ქუჩაში რევოლუციას აწყობს, – წერს „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი.

როგორც მეგრელიშვილი აღნიშნავს, მხოლოდ პოლიტიკური შინაარსისთვის დასჭირდა ამერიკას დოკუმენტი სიტყვებით – “საქართველოსთან სტრატეგიულ პარტნიორობას ვაჩერებთ” და საზოგადოების დიდ ნაწილს ეს ყველაფერი ძალიან კარგად ესმის. „სტრატეგიული პარტნიორობა ამერიკისათვის საქართველოს მიმართ ასეთია: სავაჭრო ურთიერთობები – არა! უვიზო რეჟიმი- არა! პირდაპირი ფრენები – არა!

30 წლის მანძილზე მხოლოდ 6 მილიარდი საიდანაც თანხის 90% -ით საკუთარი NGO – ები კვებეს და აგენტურა გამოზარდეს, მათ შორის ისინი ვინც ახლა ქუჩაში რევოლუციას აწყობს. ამ შინაარსის არ არის და არც შეიძლება იყოს სტრატეგიული პარტნიორობა! მაშინ რა შეჩერდა? არც არაფერი! მხოლოდ პოლიტიკური შინაარსისთვის დასჭირდა ამერიკას დოკუმენტი სიტყვებით – “საქართველოსთან სტრატეგიულ პარტნიორობას ვაჩერებთ”.

საზოგადოების დიდ ნაწილს ეს ყველაფერი ძალიან კარგად ესმის და ისინი კარნახის გარეშეც ხვდებიან, რომ სტრატეგიული პარტნიორობა ნამდვილი და მარტივად აღქმადია ჩინეთის მაგალითზე. მათ როგორც კი სტრატეგიულ პარტნიორობას ხელი მოეწერა, მყისვე გახსნეს ფრენები და მოხსნეს სავიზო შეზღუდვები. ეს არის ის რასაც ნამდვილად სტრატეგიული პარტნიორობა და მეგობრობა ჰქვია“, – წერს თამთა მეგრელიშვილი.

Continue Reading

Previous: სავაჭრო ურთიერთობები შეაჩერეს თუ უვიზო მიმოსვლა და პირდაპირი ფრენები? -ლევან ნიკოლეიშვილი მეთიუ მილერის განცხადებაზე
Next: ჩვენს თვალწინ გაცოცხლდნენ ერთი საუკუნის წინ შავ ლაბადებში ჩაცმული მაუზერიანი ბოლშევიკები

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025